მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მედია: ფიცო მოსკოვში ვიზიტისას პუტინს ზელენსკის გზავნილს გადასცემს
მედია: ფიცო მოსკოვში ვიზიტისას პუტინს ზელენსკის გზავნილს გადასცემს

მედია: ფიცო მოსკოვში ვიზიტისას პუტინს ზელენსკის გზავნილს გადასცემს

იმედი|imedinews.ge

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო, რომელიც 9 მაისს მოსკოვში ჩავა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის გზავნილს გადასცემს. ინფორმაციას სლოვაკური მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანზე, რასტისლავ ხოვანეცზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, ფიცომ, შესაძლოა, პუტინისგან „ძვირფასი ინფორმაცია“ მიიღოს იმის თაობაზე, თუ როგორ დასრულდეს ომი.

„ვფიქრობ, რომ ამ დროს კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარესთან საუბარია საჭირო და ევროკავშირი და ევროპელი პოლიტიკოსები უნდა ფიქრობდნენ იმაზე, რომ მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას, სადაც სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება“, - განაცხადა მან.

ხოვანეცის თქმით, რამდენიმე ევროპელმა ლიდერმა, მათ შორის დასავლეთ ევროპიდან უკვე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ რუსეთის ლიდერთან მოლაპარაკებები საჭიროა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ზელენსკის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 75 სტატია.

  • ტრამპი ზელენსკის მოუწოდებს, რუსეთში დიზელის ობიექტებზე დარტყმები შეწყვიტოსფორმულა
  • ზელენსკი მზადაა, მაიამიში G20-ის სამიტზე პუტინს შეხვდეს, თუ კრემლის ლიდერი ჩავაBM.GE
  • ზელენსკი: აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის კიდევ ერთი სამმხრივი მოლაპარაკებების შესაძლებლობა არსებობსტვ პირველი
  • ზელენსკი შავ ზღვაში რუსულ სამიზნეზე დარტყმების შესახებ იუწყებანეტგაზეთი
ზელენსკის →მედია →მოსკოვში →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი