
მედია: პოლონეთი ამზადებს კანონს, რომელიც საომარი მდგომარეობის გამოცხადებამდე ქვეყანაში სრული თავდაცვითი მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლას შესაძლებელს გახდის
პოლონეთი ამზადებს კანონს, რომელიც საომარი მდგომარეობის გამოცხადებამდე ქვეყანაში სრული თავდაცვითი მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლას შესაძლებელს გახდის. ინფორმაციას პორტალი mezha.net ავრცელებს.
ვითარების მკვეთრი გამწვავების შემთხვევაში, ხელისუფლება ახალი კანონის საფუძველზე, პოლონური და მოკავშირე ქვეყნების ჯარების უფრო სწრაფად გადაყვანას, ინფრასტრუქტურის მომზადებას, სახელმწიფო უწყებების მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადაყვანასა და თავდაცვის სისტემის გაშლას ბიუროკრატიულ პროცედურებზე დროის დაკარგვის გარეშე შეძლებს.
თავდაცვითი რეაგირების გეგმა ასევე პირდაპირ იქნება დაკავშირებული ნატოს რეაგირების სისტემასთან. თავდაცვის სამინისტროში ცვლილებების აუცილებლობას, მათ შორის, ჰიბრიდული, კიბერშეტევებისა და სხვა თანამედროვე საფრთხეებისთვის მომზადებით ხსნიან.
კანონპროექტი ამ ეტაპზე შიდა შეთანხმების პროცესშია და სეიმში შეტანილი ჯერ არ არის.
იმედი
წყარო: imedinews.ge