მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. არ მგონია, კანონის მიღებისთანავე საქართველოს უცხოური ბანკები მოაწყდნენ | ფინანსისტი ლიცენზირების გამარტივებაზე
არ მგონია, კანონის მიღებისთანავე საქართველოს უცხოური ბანკები მოაწყდნენ | ფინანსისტი ლიცენზირების გამარტივებაზე

არ მგონია, კანონის მიღებისთანავე საქართველოს უცხოური ბანკები მოაწყდნენ | ფინანსისტი ლიცენზირების გამარტივებაზე

BM.GE12 ნოემბერი, 2026, 17:23|bm.ge

ფინანსისტი, ფინანსური საკონსულტაციო კომპანია X'ACT-ის დამფუძნებელი ვასილ რევიშვილი მიიჩნევს, რომ ლიცენზირების მოთხოვნების გამარტივების შედეგად, ნაკლებსავარაუდოა, რომ საქართველოში შემოსვლით ბევრი უცხოური ბანკი დაინტერესდეს.

როგორც ფინანსისტმა BMG-ის განუცხადა, საქართველოში უცხოური ბანკის ფილიალის გახსნა დღესაც ისედაც მარტივია.

ამასთან, ვასილ რევიშვილი ამბობს, რომ გარკვეული კითხვები არსებობს, თუ რატომ გახდა საჭირო საბანკო სექტორში დამატებით ლიცენზირების პირობების გამარტივება.

“კითხვის ნიშნები ყოველ შემთხვევაში ისმება იმაზე, რამდენად სწორი ბანკები შეიძლება საქართველოში შემოიყვანონ და რამდენად სწორი მიზნებისთვის. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხი არ მაქვს, თუმცა შეკითხვას ლოგიკური მიზეზი აქვს, ვინაიდან ჩვენი საბანკო სექტორი დღესდღეობით არის ერთ-ერთი უძლიერესი. პროდუქტების დაფარვა, შეთავაზებული პროდუქტები სრულყოფილია. უცხოური ბანკი თუ შემოვა, ის არ შემოვა უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთებით სესხებზე, ვინაიდან სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არის ის, რაც უნდა იყოს ქართულ რეალობაში. აქ არ არის ბანკების სიხარბეზე საუბარი, [განაკვეთები] არის ის, რაც უნდა იყოს.

[ქართულ] საბანკო მომსახურებას არ სჭირდება მაინცდამაინც სიახლე და რაღაც ახლის შემოტანა, ისედაც რიგზეა ყველაფერი. შესაბამისად, ისმება ასეთი შეკითხვა. თუმცა, რა თქმა უნდა, მე ამ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს. რამ შეიძლება დაიცვას ქვეყნის რეპუტაცია, თუ მაგალითად, საეჭვო ტრანზაქციები მოხდა იმ ბანკის საშუალებით, ქვეყნის რეპუტაცია დაზიანდება პირველ რიგში და თვითონ იმ ბანკის, სხვა არავინ [დაზარალდება]. ანუ მოსახლეობას ამით მეტი არაფერი არ დააკლდება.

შესაბამისად, არსებობს ბევრი თავდაცვითი მექანიზმი, მათ შორის საერთაშორისო საბანკო საზოგადოება, რომლის იმედიც მაქვს, რომ ღიად თუ დახურულად რაიმე საეჭვო ტრანზაქციების კასკადის ჩატარება ვერ მოხერხდება. ამიტომ, ამ კანონს ვუყურებ საკმაოდ მშვიდად. მით უმეტეს, ისედაც საკმაოდ მარტივი იყო უცხოური ბანკის ოფისის გახსნა ჩვენთან. არც ის მგონია, რომ [საქართველოს] ამ კანონის მიღებისთანავე მოაწყდება უცხოური ბანკები. ანუ თუ არ უნდოდათ მანამდე შემოსვლა, არ შემოვლენ იმის გამო, რომ გამარტივდა ლიცენზიის მიღება. თუ შემოსვლა უნდოდათ, იმ ძველი კანონის პირობებშიც შემოვიდოდნენ. ეს შეიძლება დამატებითი წახალისება იყოს და არა მიზეზი იმისა, რომ უცხოურმა ბანკებმა გადაწყვიტონ საქართველოში შემოსვლა”, - განაცხადა ვასილ რევიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საქართველოში უცხოური ბანკის ფილიალის ან შვილობილი კომპანიის დაფუძნება და საბანკო ლიცენზიის მიღება გამარტივებული წესით იქნება შესაძლებელი, თუ ბანკი სანდო ქვეყნის ტერიტორიაზე საქმიანობს და საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს ეროვნული ბანკისთვის მისაღები ან უფრო მაღალი საკრედიტო რეიტინგი.

როგორც საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი ამბობს, კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიზანია, სექტორში კონკურენციის ზრდა, რაც საბოლოოდ მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომ საპროცენტო განაკვეთში აისახება.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა კი ამბობს, რომ ინიციირებული ცვლილებები ქართულ ბაზარზე ახალი საფინანსო ინსტიტუტების შემოსვლას შეუწყობს ხელს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კანონში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 43 სტატია.

  • ლევან მახაშვილი: ფუნდამენტურ რაღაცებზე თუ ვთანხმდებით, რომ ერთნაირად ვაფასებთ ძალადობას ევროპაშიც და აქაც, კანონებს, კომპრომისების მოძიებაც დიალოგით შესაძლებელია. არა მინისტრების მონაწილეობით მიტინგებზე, არამედ მინისტრები და დიპლომატები მაგიდის გარშემორუსთავი 2
  • ყაველაშვილმა კაზინოების შესახებ კანონს ხელი მოაწერატვ პირველი
  • TI: 24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცა, რაც კანონით აკრძალულიაფორმულა
  • აწესებს არასაჭირო შეზღუდვებს – ვენეციის კომისია „ოცნების“ მიღებულ კიდევ ერთ კანონზენეტგაზეთი
კანონში →

მსგავსი სტატიები

რუსეთმა უკრაინაში ექვს მსხვილ ელექტროქვესადგურზე იერიში მიიტანა

რუსეთმა უკრაინაში ექვს მსხვილ ელექტროქვესადგურზე იერიში მიიტანა

BM.GE

ბაუმერის მხარდაჭერით Homeis Gathering 2026 გაიმართა

ბაუმერის მხარდაჭერით Homeis Gathering 2026 გაიმართა

BM.GE

Fitch-მა პოზიტიური რეიტინგი ავანსის სახით მოგვცა - ვასილ რევიშვილი

Fitch-მა პოზიტიური რეიტინგი ავანსის სახით მოგვცა - ვასილ რევიშვილი

BM.GE

სომხეთის პრეზიდენტმა "ტრამპის მარშრუტზე" აშშ-თან შეთანხმების რატიფიცირებას ხელი მოაწერა

სომხეთის პრეზიდენტმა "ტრამპის მარშრუტზე" აშშ-თან შეთანხმების რატიფიცირებას ხელი მოაწერა

BM.GE