
მედია: უკრაინამ რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და Wlidberries-ის ოფისი დაბომბა
იმედი|imedinews.ge
რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, უკრაინიდან 6 000 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ხაბაროვსკის მხარეში, ქალაქ ამურის კომსომოლსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძრის შესახებ ადგილობრივებიც იუწყებიან.
მედიის ცნობით, ამავდროულად, 11 აგვისტოს ღამით, უკრაინის თავდასხმების ფონზე, რუსეთის ვორონეჟის ოლქში მსხვილ ონლაინ-რიტეილერზე, Wildberries-ზე დრონებით თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც ადგილზე აფეთქებები და ხანძარი დაფიქსირდა.
მანამდე ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge