მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მერცი: უკრაინა შორეულ პერსპექტივაში ევროკავშირის ნაწილი გახდება
მერცი: უკრაინა შორეულ პერსპექტივაში ევროკავშირის ნაწილი გახდება

მერცი: უკრაინა შორეულ პერსპექტივაში ევროკავშირის ნაწილი გახდება

იმედი|imedinews.ge

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინა შორეულ პერსპექტივაში ევროკავშირის ნაწილი გახდება.

როგორც მერცმა ბუნდესტაგში გამოსვლისას აღნიშნა, უკრაინა დღეს ევროპის უსაფრთხოებასა და და თავისუფლებასაც იცავს.

„უკრაინა ხომ ევროპის ნაწილია. შორეულ პერსპექტივაში ის ევროკავშირის ნაწილიც გახდება“, - განაცხადა მერცმა.

გერმანიის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, 2022 წლიდან უკრაინამ რეფორმების გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

„ზუსტად ამიტომ რამდენიმე დღის წინ გამოვედი წინადადებით უკრაინას ევროკავშირში ასოცირებული წევრის სტატუსი მივანიჭოთ. ეს ნიშნავს, რომ უკრაინა ევროპული საბჭოსა და პროფილური მინისტრების შეხვედრებში რეგულარულად მიიღებდა მონაწილეობას. უკრაინის კომისარი, ჯერჯერობით პორტფელისა და ხმის უფლების გარეშე, ბრიუსელში კიევის სახე იქნებოდა“, - თქვა მერცმა.

გარდა ამისა, ასოცირებული წევრობა უკრაინელ დეპუტატებს საშუალებას მისცემდა ევროპარლამენტის კონსულტაციებში მიეღოთ მონაწილეობა.

„ჩვენ სწრაფად მოვახდენდით [უკრაინის] ინტეგრაციას პოლიტიკურ სფეროებში, ხოლო ევროკავშირში - რა თქმა უნდა, რეფორმებთან დაკავშირებული კრიტერიუმებისა და წესების მკაცრი გათვალისწინებით. ეს სურთ უკრაინელებს, ევროპას და ამიტომ ჩვენ ამ გზაზე ერთად ვივლით“, - თქვა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 242 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი