მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მერცი უკრაინაზე: ჩვენ ვერ მივიღებთ ევროკავშირში ქვეყანას, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება - ომი უნდა დასრულდეს
მერცი უკრაინაზე: ჩვენ ვერ მივიღებთ ევროკავშირში ქვეყანას, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება - ომი უნდა დასრულდეს

მერცი უკრაინაზე: ჩვენ ვერ მივიღებთ ევროკავშირში ქვეყანას, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება - ომი უნდა დასრულდეს

იმედი|imedinews.ge

ზელენსკიმ წამოაყენა იდეა ევროკავშირში 2027 წლის 1-ლი იანვრისთვის გაწევრიანების შესახებ - ეს არ იმუშავებს, 2028 წლის 1-ლი იანვარიც კი არარეალურია, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

„ჩვენ ვერ მივიღებთ ევროკავშირში ქვეყანას, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება. ომი უნდა დასრულდეს“, - დასძინა მერცმა.

მან ასევე შეახსენა ყველას, რომ კიევმა უნდა შეასრულოს გაწევრიანების პირობები, მაგალითად, უზრუნველყოს კანონის უზენაესობა და დაძლიოს კორუფცია.

ამავდროულად, მერცი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უკრაინას გარკვეული ალტერნატივა უნდა შესთავაზოს. კანცლერის თქმით, მან ევროკავშირის სამიტზე წარადგინა იდეები კიევისა და ბრიუსელის ეტაპობრივი დაახლოების შესახებ, რამაც ფართო მხარდაჭერა მოიპოვა. მაგალითის სახით მერცმა მოიყვანა შესაძლებლობა, რომლის მიხედვითაც უკრაინამ შეიძლება მიიღოს წარმომადგენლის პოსტი ევროკომისიაში ან დეპუტატების ადგილები ევროპარლამენტში ხმის უფლების გარეშე.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდე განაცხადა, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ 2027 წლისთვის ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზად იყოს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი