მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მერცმა თეთრ სახლთან დაგეგმილი საუბარი გააუქმა მას შემდეგ, რაც ტრამპმა ულტრამემარჯვენეებს რეგიონულ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
მერცმა თეთრ სახლთან დაგეგმილი საუბარი გააუქმა მას შემდეგ, რაც ტრამპმა ულტრამემარჯვენეებს რეგიონულ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

მერცმა თეთრ სახლთან დაგეგმილი საუბარი გააუქმა მას შემდეგ, რაც ტრამპმა ულტრამემარჯვენეებს რეგიონულ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

იმედი|imedinews.ge

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ოთხშაბათს აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან დაგეგმილი სატელეფონო საუბარი გააუქმა. ეს გადაწყვეტილება ტრამპის მიერ გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მიერ რეგიონულ არჩევნებში მოპოვებული გამარჯვების საჯაროდ აღნიშვნიდან რამდენიმე საათში მიიღეს.

მერცის წარმომადგენელმა საუბრის გაუქმების მიზეზის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა ჟურნალისტების შეკითხვების საპასუხოდ აღნიშნა, რომ მიზეზი განრიგთან დაკავშირებული პრობლემა არ ყოფილა.

ტრამპმა AfD-ს რეგიონულ არჩევნებში გამარჯვება საკუთარ სოციალურ ქსელში მიულოცა.

„მათ მოთმინება საბოლოოდ დაკარგეს სრულიად საშინელი საიმიგრაციო წესებისა და რეგულაციების გამო, რამაც გერმანია ასე მძიმედ დააზარალა“, - დაწერა ტრამპმა.

მერცის წარმომადგენელს ტრამპის განცხადებებზე პირდაპირი კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა აღნიშნა, რომ კანცლერი არაერთხელ, „ზოგადად“, ეწინააღმდეგებოდა „შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას ან მის შესახებ კომენტარების გაკეთებას, განსაკუთრებით არჩევნებთან დაკავშირებით“.

მისივე თქმით, ორ ლიდერს შორის სატელეფონო საუბრის ახალი თარიღი ჯერ არ განსაზღვრულა.

AfD-მ - პარტიამ, რომელსაც მერცი არაერთხელ დაუპირისპირდა და რომელსაც რასისტულად და დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველ ძალად მოიხსენიებდა, კვირას, აღმოსავლეთ გერმანიის საქსონია-ანჰალტის რეგიონულ არჩევნებში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ტრამპმა თავისი განცხადების ბოლოს ასევე გამოიყენა აბრევიატურა MGGA, რომელიც, როგორც ჩანს, AfD-ის მხარდამჭერი ვერსიაა მისი საკუთარი საარჩევნო სლოგანის MAGA-ს - Make America Great Again („გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული“) - მიხედვით. ამ შემთხვევაში აბრევიატურა ნიშნავს Make Germany Great Again - „გავხადოთ გერმანია კვლავ დიდებული“.

დონალდ ტრამპის პოლიტიკური გარემოცვის სხვა წარმომადგენლებმაც, მათ შორის გერმანიაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა და მილიარდერმა ილონ მასკმა,AfD-ის გამარჯვება საჯაროდ აღნიშნეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 176 სტატია.

  • ურსულა ფონ დერ ლაიენი ცდილობს ტრამპს წინააღმდეგობა გაუწიოს და გრენლანდიაში 200 მილიონი ევროს ინვესტიციას დებს - Euronewsრუსთავი 2
  • დონალდ ტრამპმა ნიუ-მექსიკოს შტატისთვის „ნიუ-ამერიკის“ დარქმევის ინიციატივა წამოაყენაBM.GE
  • ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრატვ პირველი
  • დონალდ ტრამპის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვსა და კიევს ეწვევიანფორმულა
ტრამპი →სახლში →

მსგავსი სტატიები

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სარატიფიკაციო შეთანხმებები განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სარატიფიკაციო შეთანხმებები განიხილა

იმედი

ნიკოლოზ სამხარაძე დელფოსის ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძე დელფოსის ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტს შეხვდა

იმედი

თამარ იოსელიანი: 2012 წლიდან დღემდე, ბათუმის საზღვაო აკადემიაში სახელმწიფოს განხორციელებული აქვს 50 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია. 2012 წელს თუ გვყავდა 8 ათასი მეზღვაური, დღეს უკვე 21 ათასი მეზღვაური გვყავს, რაც ნათლად აჩვენებს ზრდის ტენდენციას

თამარ იოსელიანი: ძალიან საინტერესო ორი დღე გვქონდა ბათუმში. ვუმასპინძლეთ საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს, რომელმაც რამდენიმე ათეული ქვეყნის სამასამდე დელეგატი შეკრიბა

თამარ იოსელიანი: ძალიან საინტერესო ორი დღე გვქონდა ბათუმში. ვუმასპინძლეთ საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს, რომელმაც რამდენიმე ათეული ქვეყნის სამასამდე დელეგატი შეკრიბა

იმედი