მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მეუფე დანიელი: ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი, სვეტიცხოვლობას ამ დიდი თარიღის დაგვირგვინება იქნება
მეუფე დანიელი: ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი, სვეტიცხოვლობას ამ დიდი თარიღის დაგვირგვინება იქნება

მეუფე დანიელი: ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი, სვეტიცხოვლობას ამ დიდი თარიღის დაგვირგვინება იქნება

იმედი|imedinews.ge

ეკლესია საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. პროგრამა, რომელიც 12 მაისს დაიწყო, 5 თვის განმავლობაში გაგრძელდება და 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დასრულდება. გაიმართება ეკლესია-მონასტრებიდან ფეხით მსვლელობები, კულტურული, შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებები.

„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით 2025 წელს შეიქმნა საიუბილეო კომისია 1700 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით და მან დაგეგმა რიგი ღონისძიებები. მათ შორისაა მოლოცვითი მოგზაურობები საქართველოში ფეხით, 6 დღის განმავლობაში ყველა მუნიციპალიტეტში. არის მოგზაურობები დიასპორებში - ევროპაში, ამერიკაში. დაგეგმილია დიდი სიმპოზიუმი. სვეტიცხოვლობას ამ დიდი თარიღის დაგვირგვინება იქნება. იქნება მრავალი საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიება. შეიქმნა სახელმწიფო კომისიაც, სადაც მიწვეულები არიან მღვდელმთავრები და ამ კომისიაში განიხილეს საეკლესიო პროექტები და გადაწყდა, რომ ხელისუფლება ამ პროექტებს მხარს დაუჭერს“, - განაცხადა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა.

ქართლის იბერიის სამეფომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოაცხადა. უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენა უკავშირდება მირიან მეფისა და ნანა დედოფლის გაქრისტიანებას წმინდა ნინოს ქადაგების შემდეგ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი