მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მიხეილ ყაველაშვილი სი ძინპინისადმი გაგზავნილ წერილში: დიპლომატიური ურთიერთობების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით გვაქვს პატივი, გამოვაცხადოთ ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილების შესახებ, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანის თაობაზე
მიხეილ ყაველაშვილი სი ძინპინისადმი გაგზავნილ წერილში: დიპლომატიური ურთიერთობების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით გვაქვს პატივი, გამოვაცხადოთ ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილების შესახებ, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანის თაობაზე

იმედი|imedinews.ge

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაში გადადის - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა წერილების ურთიერთგაცვლის გზით მიულოცეს ერთმანეთს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავი და მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანის თაობაზე.

„თქვენო აღმატებულებავ, მსურს, გულწრფელად მოგილოცოთ და გადმოგცეთ ჩემი საუკეთესო სურვილები თქვენ და მეგობარ ჩინელ ხალხს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით.

ეს მნიშვნელოვანი ეტაპი შესანიშნავ შესაძლებლობას გვაძლევს, გავიაზროთ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ურთიერთობებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და კმაყოფილებით აღვნიშნოთ ის მტკიცე მეგობრობა, რომელიც ურთიერთპატივისცემით, ნდობითა და კონსტრუქციული თანამშრომლობით განვითარდა.

დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ საქართველომ და ჩინეთმა სტაბილურად განამტკიცეს პარტნიორობა და გააფართოვეს თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობის, ინვესტიციების, დაკავშირებადობის, კულტურის, განათლებისა და ხალხთა შორის კავშირების სფეროში. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რაც ქმნის ხელშესახებ შედეგებს და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს.

საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ურთიერთობას და ერთგული რჩება ჩვენი პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების მიმართ, ჩვენი ქვეყნებისა და ხალხებისთვის კეთილდღეობის, განვითარების და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად.

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით გვაქვს პატივი, გამოვაცხადოთ ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილების შესახებ, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანის თაობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი შექმნის უფრო ფართო შესაძლებლობებს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობისთვის, რაც უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ორივე ერს და კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობასა და კავშირებს.

თქვენო აღმატებულებავ, გისურვებთ უწყვეტ წარმატებას, ხოლო მეგობარ ჩინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას. გთხოვთ, მიიღოთ, თქვენო აღმატებულებავ, ჩემი ღრმა პატივისცემა“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის წერილში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ჩინეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 71 სტატია.

  • ჩინეთში მეწყერს 51 ადამიანი ემსხვერპლა - 10 ადამიანს კვლავ ეძებენტვ პირველი
  • ჩინეთი აშშ-ს ჰუმანოიდი რობოტების აკრძალვის გამო საპასუხო ზომებით დაემუქრაBM.GE
  • ჩინეთი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას ირანისთვის ასობით ერთეული იარაღის გადაცემის შესახებრუსთავი 2
  • ტრამპი ჩინეთს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებსფორმულა
ჩინეთის →

მსგავსი სტატიები

ურსულა ფონ დერ ლაიენი სეუტაში მიგრანტების შეჭრის შესახებ: ვერ დავუშვებთ, რომ ვინმე ჩვენს კავშირში დადგენილი წესების გვერდის ავლით შემოვიდეს

ურსულა ფონ დერ ლაიენი სეუტაში მიგრანტების შეჭრის შესახებ: ვერ დავუშვებთ, რომ ვინმე ჩვენს კავშირში დადგენილი წესების გვერდის ავლით შემოვიდეს

იმედი

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

იმედი

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

იმედი

დავით ქართველიშვილი: ჩატარდა „ნაცმოძრაობის“ ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა, სადაც მიღებული იქნა არაერთი ვირტუალური გადაწყვეტილება - მათ შორის საქართველოში ავატარული არჩევნების ჩატარების თაობაზე. მანამდე ვირტუალურ ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება დროებითი ავატარული მინისტრთა კაბინეტი, რომლის ჩამოყალიბება მოხდება ექსტრასენსორული გზით ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით