
მიხეილ ყაველაშვილს ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
მისალოც წერილში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტს იხსენებს, ასევე აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ურთიერთობების ინტენსივობა და უმაღლეს დონეზე აქტიური დიალოგის არსებობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის ყველა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.
„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო,
საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან - დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით.
აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების მაღალი დონე განპირობებულია იმ კეთილგანწყობით, პატივისცემითა და ნდობით, რომელსაც ჩვენი მეზობელი ხალხები ერთმანეთის მიმართ საუკუნეების განმავლობაში იჩენდნენ. კმაყოფილებას იწვევს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ამჟამინდელი დინამიური და ყოვლისმომცველი განვითარება.
უაღრესად ვაფასებ გასულ თვეში თქვენს მეგობარ ქვეყანაში ჩემი სახელმწიფო ვიზიტის შედეგებს, ასევე ვიზიტის დროს ჩემს მიმართ გამოჩენილ სტუმართმოყვარეობასა და გულწრფელ მეგობრობას. თბილი გრძნობით ვიხსენებ ჩვენს პროდუქტიულ შეხვედრას და აზრთა გაცვლას, რომელიც ურთიერთგაგებისა და გულწრფელობის ატმოსფეროში წარიმართა.
ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობების ინტენსივობა და უმაღლეს დონეზე აქტიური დიალოგის არსებობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის ყველა სფეროში ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი ერების სასიკეთოდ და ჩვენი რეგიონის კეთილდღეობისთვის, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მყარ საფუძველსა და კარგ ტრადიციებზეა დაფუძნებული, ერთობლივი ძალისხმევით მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება და გაფართოვდება.

