მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მიხეილ სარჯველაძე: არ ვიჩქარებ მედიკამენტების დასახელებას, მაგრამ მოხდება მედიკამენტის ავკარგიანობის თავიდან ბოლომდე, სკრუპულოზურად შესწავლა, ამის გარეშე გამოყენება დაუშვებელია
მიხეილ სარჯველაძე: არ ვიჩქარებ მედიკამენტების დასახელებას, მაგრამ მოხდება მედიკამენტის ავკარგიანობის თავიდან ბოლომდე, სკრუპულოზურად შესწავლა, ამის გარეშე გამოყენება დაუშვებელია

მიხეილ სარჯველაძე: არ ვიჩქარებ მედიკამენტების დასახელებას, მაგრამ მოხდება მედიკამენტის ავკარგიანობის თავიდან ბოლომდე, სკრუპულოზურად შესწავლა, ამის გარეშე გამოყენება დაუშვებელია

იმედი|imedinews.ge

არ ვიჩქარებ მედიკამენტების დასახელებას ან მინიშნებას, რომელზე რას ვფიქრობთ და ვგეგმავთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მოხდება მედიკამენტის ავკარგიანობის თავიდან ბოლომდე, სკრუპულოზურად, ზუსტად შესწავლა, ამის გარეშე მედიკამენტის გამოყენება დაუშვებელია,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის სინდრომისთვის განკუთვნილი მედიკამენტების შემოტანაზე საუბრისას გადაცემაში „დღის ქრონიკა".

მისი თქმით, მედიკამენტებთან დაკავშირებით შთაბეჭდილებები და შეხედულებები მუდმივად ცვალებადია.

„ჩვენ რა პროგნოზებსაც ვაკეთებდით და რა მოლოდინებიც გვქონდა მედიკამენტებთან დაკავშირებით, იმგვარად წარიმართა, რომ მუდმივად ცვალებადია შთაბეჭდილებებიც, შეხედულებებიც, მტკიცებულებებიც მედიკამენტების თაობაზე. მუდმივად ცვალებადი ნიშნავს იმას, რომ გარკვეული სიახლეები ჩნდება, რომელზე მეტად დაყრდნობაც შესაძლებელი ხდება. გარკვეული კითხვის ნიშანები, რომლებიც მანამდე გვქონდა, შეიძლება მოიხსნა, თუმცა არსებობს სხვა მონაცემებიც, რომლებიც პირიქით, შეიძლება ახალ კითხვის ნიშანებს ბადებენ. მე მაინც არ ვიჩქარებ მედიკამენტების დასახელებასთან ან მინიშნებასთან დაკავშირებით, რომელზე რას ვფიქრობთ და ვგეგმავთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი ნამდვილად გასავლელი იყო, რომელიც გულისხმობს მედიკამენტის ავკარგიანობის თავიდან ბოლომდე, სკრუპულოზურად, ზუსტად შესწავლას. ამის გარეშე მედიკამენტის გამოყენება დაუშვებელია.

მისივე თქმით, სწორედ მედიკამენტების ბოლომდე შესწავლის პროცესია მიზეზი, რომლის გამოც ევროკავშირის ძალიან ძლიერი, ბევრჯერ მეტი შესაძლებლობების მქონე სახელმწიფოები ფეხს ითრევენ გარკვეული გადაწყვეტილების მიღებისგან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა

იმედი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი