მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მიხეილ სარჯველაძე გორის ინციდენტისას დაზარალებულზე: ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რაიმე საგანგაშო დასკვნების გამოტანისთვის მიზეზი ობიექტურად არ არსებობს - რაკი თავად აქვს სურვილი და განწყობა, რომ გადიოდეს მკურნალობის, დაკვირვების კურსს, გამოკვლევებს, ბუნებრივია, ეს ყველაფერი იქნება დაკმაყოფილებული
მიხეილ სარჯველაძე გორის ინციდენტისას დაზარალებულზე: ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რაიმე საგანგაშო დასკვნების გამოტანისთვის მიზეზი ობიექტურად არ არსებობს - რაკი თავად აქვს სურვილი და განწყობა, რომ გადიოდეს მკურნალობის, დაკვირვების კურსს, გამოკვლევებს, ბუნებრივია, ეს ყველაფერი იქნება დაკმაყოფილებული

იმედი|imedinews.ge

აბსოლუტურად ყველაფერი კონტროლზეა. ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რაიმე საგანგაშო დასკვნების გამოტანისთვის არაფერი მიზეზი ობიექტურად არ არსებობს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გორში ინციდენტისას დაზარალებული მოქალაქის, პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

მინისტრის თქმით, ლოცულაშვილს მისი სურვილისა და ინტერესის შესაბამისად უტარდება პროცედურები.

„რაკი თავად აქვს სურვილი და განწყობა, რომ გადიოდეს მკურნალობის, დაკვირვების კურსს, გამოკვლევებს და ასე შემდეგ, ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი იქნება დაკმაყოფილებული, როგორც მოითხოვს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საჭიროება, მისი დამოკიდებულება. ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში აბსოლუტურად მოიხსნება ნებისმიერი კითხვა, საკითხი მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. თუ გამოიკვეთება რაიმე მკურნალობის საჭიროება. ბუნებრივია, რომ ყველა სერვისი იქნება მიწოდებული. თუმცა, ამ წუთას არ ჩანს, რომ რაიმე საჭიროება მკვეთრად გამოკვეთილია, რომელიც მოითხოვება პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა მინისტრმა.

გორის ინციდენტში დაზარალებულის სტატუსის მქონე პაპუნა ლოცულაშვილი გვიან ღამით კვლავ კლინიკაში გადაიყვანეს.

სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაკავებული სამართალდამცველებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 პოლიციელი დააკავა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

იმედი