მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მიხეილ სარჯველაძე: უაღრესად მნიშვნელოვანი თანამშრომლობის დოკუმენტებს მოეწერა ხელი საქართველოსა და უზბეკეთის შესაბამის უწყებებს შორის. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მართლაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობა საქართველოსთვისაც და იმავდროულად უზბეკეთისთვისაც
მიხეილ სარჯველაძე: უაღრესად მნიშვნელოვანი თანამშრომლობის დოკუმენტებს მოეწერა ხელი საქართველოსა და უზბეკეთის შესაბამის უწყებებს შორის. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მართლაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობა საქართველოსთვისაც და იმავდროულად უზბეკეთისთვისაც

იმედი|imedinews.ge

საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი დელეგაციასთან ერთად ეწვია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავების მიზნით, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდა.

ორმხრივ შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძეც ესწრებოდა, რომელმაც უზბეკ კოლეგებთან ერთად მნიშვნელოვან მემორანდუმს მოაწერა ხელი. მინისტრის განცხადებით, ეს შეთანხმებები ორივე ქვეყნისთვის ახალ პერსპექტივებს აჩენს.

„უაღრესად მნიშვნელოვანი თანამშრომლობის დოკუმენტებს მოეწერა ხელი საქართველოსა და უზბეკეთის შესაბამის უწყებებს შორის. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მართლაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობა საქართველოსთვისაც და იმავდროულად უზბეკეთისთვისაც, ვინაიდან რეალურად ეს იქნება ერთ-ერთი მძლავრი ფაქტორი აი ამ სფეროებში ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის და ორივე მხარისთვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა, რომ სამინისტრო აქტიურად გეგმავს დაწყებული პროცესის გაგრძელებას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში პოზიტიურ შედეგებს მოიტანს.

„ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი ამ მიმართულებით, ეს უნდა აღინიშნოს და ვფიქრობ, რომ ყველასთვის სასარგებლო იქნება ამ ორ კრიტიკულად მნიშვნელოვან სექტორში მუშაობა და თანამშრომლობა. ამის გაგრძელებას, გაღრმავებას, ბუნებრივია, ჩვენი სამინისტრო გეგმავს და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგ შესაძლებლობებს გააჩენს სამომავლოდ ასეთი განვითარებისთვის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

უზბეკეთის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში კვლავ გრძელდება და ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან მომავალშიც არის დაგეგმილი.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შესაძლებლობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 68 სტატია.

  • თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები - კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეშიBM.GE
  • ზელენსკი: აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის კიდევ ერთი სამმხრივი მოლაპარაკებების შესაძლებლობა არსებობსტვ პირველი
  • საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
  • 1795 აბიტურიენტს, ვინც მინიმალური ზღვარი გადალახა, "მეორადი ჩარიცხვის" შესაძლებლობა ექნებაფორმულა
შესაძლებლობა →

მსგავსი სტატიები

ისტორიული ძეგლის ახალი სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ისტორიული ძეგლის ახალი სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა