მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „მიუღებელი ძალადობის კლიმატი, განსაკუთრებით სამართალდამცველების წინააღმდეგ“ - საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, აქციებზე 625 ადამიანი დააკავეს, დაშავდა 83 პოლიციელი
„მიუღებელი ძალადობის კლიმატი, განსაკუთრებით სამართალდამცველების წინააღმდეგ“ - საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, აქციებზე 625 ადამიანი დააკავეს, დაშავდა 83 პოლიციელი

„მიუღებელი ძალადობის კლიმატი, განსაკუთრებით სამართალდამცველების წინააღმდეგ“ - საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, აქციებზე 625 ადამიანი დააკავეს, დაშავდა 83 პოლიციელი

იმედი|imedinews.ge

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა სკოლის მოსწავლეთა საპროტესტო მოძრაობასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ოთხშაბათს ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი 356 საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეფერხდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის შეფასებით, შეინიშნება „მოძრაობის გაფართოება“ და „ძალადობის საკმაოდ სერიოზული ზრდა“, განსაკუთრებით სამართალდამცველების წინააღმდეგ და ქონების დაზიანების კუთხით.

სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ ოთხშაბათს 625 ადამიანი დააკავეს, ხოლო შიდა უსაფრთხოების ძალების 83 წარმომადგენელი დაშავდა.

პრეფექტებისადმი გაგზავნილ დეპეშაში ლორან ნუნიესმა მზარდ მობილიზაციასა და „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ინტენსიფიკაციაზე“ გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ პარასკევის შემდეგ „100-ზე მეტი პოლიციელი და ჟანდარმი დაშავდა“ და შექმნილ ვითარებას „მიუღებელი ძალადობის კლიმატი“ უწოდა.

ნუნიესის განცხადებით, სამართალდამცველები მოქმედებენ „გონივრულად, პროპორციულად და ძალის სრული კონტროლით“.

მინისტრმა პრეფექტებს თავისი მითითებები კიდევ ერთხელ შეახსენა - ბლოკირების შემთხვევაში, უსაფრთხოების ძალების ჩართვა სკოლების დირექტორებთან კოორდინაციით უნდა მოხდეს, ხოლო ძალადობის გამოვლინებისას რეაგირება „სწრაფი და მყისიერი“ უნდა იყოს.

საფრანგეთში ქვეყნის მასშტაბით სკოლებში მიმდინარე მოსწავლეების საპროტესტო აქციების გამო 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათი უმეტესობა არასრულწლოვანია. საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც პარიზში დაიწყო, გადატვირთულ კლასებს, მასწავლებლების დეფიციტსა და განათლების სისტემაში არსებულ სხვა პრობლემებს უკავშირდება. მოსწავლეები უკვე რამდენიმე დღეა სკოლების შესასვლელებს ბლოკავენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 255 სტატია.

  • ლაშა ხუციშვილი ნეპალის ფინანსთა მინისტრს შეხვდა - რა განიხილეს?BM.GE
  • მაკა ბოჭორიშვილი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ მეორე საერთაშორისო კონფერენციაშირუსთავი 2
  • მარიამ ლაშხი აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილეს შეხვდატვ პირველი
  • უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა G7-ის წევრებს რუსეთზე წნეხის გაძლიერებისკენ მოუწოდაფორმულა
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

გენადი არველაძე: CAREC-ის სავაჭრო პალატების ალიანსი კერძო სექტორს დაეხმარება, უფრო აქტიურად განახორციელოს ბიზნეს პროექტები შუა დერეფანში

გენადი არველაძე: CAREC-ის სავაჭრო პალატების ალიანსი კერძო სექტორს დაეხმარება, უფრო აქტიურად განახორციელოს ბიზნეს პროექტები შუა დერეფანში

იმედი

თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა

თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა

იმედი

რომელი ორგანიზაციების სახელით და რა სტატუსით შეხვდნენ ალენ ბერსეს გიორგი ბურჯანაძე და ნინო დოლიძე - „ქრონიკამ“ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ოფისს კითხვებით მიმართა. დეტალები „ქრონიკაში“

რომელი ორგანიზაციების სახელით და რა სტატუსით შეხვდნენ ალენ ბერსეს გიორგი ბურჯანაძე და ნინო დოლიძე - „ქრონიკამ“ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ოფისს კითხვებით მიმართა. დეტალები „ქრონიკაში“

იმედი

დედაქალაქის მერის ვიზიტი ჩინეთში - ორმხრივი შეხვედრა და მეტროს ახალი ვაგონები. „ქრონიკა“ შანხაიდან

დედაქალაქის მერის ვიზიტი ჩინეთში - ორმხრივი შეხვედრა და მეტროს ახალი ვაგონები. „ქრონიკა“ შანხაიდან

იმედი