მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მოლდოვის ვიცე-პრემიერი: თუ მოლდოვის გაწევრიანება ევროკავშირში ჩაიშლება, გეგმა „B“-დ მოლდოვის რუმინეთთან შეერთება განიხილება
მოლდოვის ვიცე-პრემიერი: თუ მოლდოვის გაწევრიანება ევროკავშირში ჩაიშლება, გეგმა „B“-დ მოლდოვის რუმინეთთან შეერთება განიხილება

მოლდოვის ვიცე-პრემიერი: თუ მოლდოვის გაწევრიანება ევროკავშირში ჩაიშლება, გეგმა „B“-დ მოლდოვის რუმინეთთან შეერთება განიხილება

იმედი|imedinews.ge

მოლდოვის ვიცე-პრემიერის ევგენ ოსმოჩესკუს განცხადებით, თუ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეფერხდება ან ჩაიშლება, ერთ-ერთ ალტერნატიულ ვარიანტად რუმინეთთან გაერთიანება განიხილება.

როგორც მოლდოვის ვიცე-პრემიერმა გამოცემა Euractiv-ს განუცხადა, მოლდოვის მთავარი მიზანი კვლავ ევროკავშირში გაწევრიანებაა და ხელისუფლება იმედოვნებს, რომ გაწევრიანების ხელშეკრულებას 2028 წლის ბოლომდე მოაწერს ხელს, თუმცა, თუ ეს პროცესი გაჩერდება, სხვა გზების განხილვას დაიწყებენ.

ოსმოჩესკუმ აღნიშნა, რომ მოლდოვისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირისგან მკაფიო სიგნალების მიღება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა რუსეთის მხრიდან ჰიბრიდულ ზეწოლას განიცდის. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის გაფართოება კანდიდატი ქვეყნების მიღწევებზე უნდა იყოს დაფუძნებული.

მისი განცხადებით, ევროკავშირთან მოლაპარაკებების პირველი ეტაპის გახსნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი იქნება როგორც ქვეყნის მოსახლეობისთვის, ისე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის.

„ივნისში მოლაპარაკებები თუ დაიწყება, ეს იქნება მკაფიო სიგნალი. სწორედ ამისკენ ვისწრაფვით“, - განაცხადა ოსმოჩესკუმ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →პრემიერ →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი