
მსოფლიო ჩემპიონატის ინდივიდუალური ჯილდოების მფლობელები დასახელდნენ
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული ესპანეთის ნაკრების ცენტრალურმა ნახევარმცველმა და კაპიტანმა, როდრიმ მოიპოვა.
ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ ესპანეთის ნაკრების ცენტრალური მცველი, პაუ კუბარსი გახდა.
ესპანეთის ნაკრების მეკარე, უნაი სიმონი მუნდიალის საუკეთესო მეკარედ აღიარეს. მან ტურნირზე ჩატარებულ 8 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა (ბელგიისგან).
საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი, კილიან მბაპე კი „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს გადაეცემა. წელს მან 10 გოლის გატანა მოახერხა. ამასთან, ის 22 გოლით ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.
მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრები გახდა, რომელმაც დამატებით დროში არგენტინას ანგარიშით 1:0 სძლია. გოლი 106-ე წუთზე ფერან ტორესმა გაიტანა.
იმედი
წყარო: imedinews.ge
