
მსოფლიოში პირველად შობადობა მოსახლეობის აღწარმოების დონეზე დაბლა დაეცა
მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ისტორიაში პირველად, შობადობა მსოფლიოში მოსახლეობის აღწარმოების დონეზე დაბლა დაეცა. ინფორმაციას მედია მოხსენებაზე Terra Incognita: The Economics of a Shrinking World დაყრდნობით ავრცელებს.
პენსილვანიისა და ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტების მკვლევართა ჯგუფმა 1950 წლიდან მოყოლებული 236 ქვეყნის მონაცემები გააანალიზა. მათგან 210-ში შობადობის შემცირების ტენდენცია გამოვლინდა.
2026 წელს შობადობის დონე აღწარმოების ნიშნულს ქვემოთ ჩამოვიდა. მანამდე მსგავსი რამ არასდროს მომხდარა - არც ომებისა და არც პანდემიების დროს. თუმცა, მეცნიერებისთვის მოულოდნელად, ვარდნა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებშიც დაფიქსირდა. შობადობის გლობალური მაჩვენებელი ამჟამად ერთ ქალზე 2,2 ბავშვს შეადგენს.
დღეს სამხრეთ კორეაში, ჩინეთში, ტაილანდში, კოლუმბიასა და სხვა ქვეყნებში დაფიქსირებული შობადობის დონე ისტორიაში არცერთ საზოგადოებაში არ დაფიქსირებულა. მაჩვენებელი მცირდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ეკონომიკის მდგომარეობის, მდებარეობისა და რელიგიის მიუხედავად.
მანამდე გაეროში განაცხადეს, რომ მსოფლიოში შობადობის შემცირების მიზეზებია ფინანსური სირთულეები, საცხოვრებლის ნაკლებობა, არასტაბილური დასაქმება, პარტნიორის არყოლა და მომავლის შიში. ამასთან, ბევრს კვლავ სურს შვილები: ქალების 38%-ს და კაცების 35%-ს ორი ბავშვის ყოლა სურს.
მკვლევართა პროგნოზით, ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, დედამიწის მოსახლეობა პიკს- დაახლოებით 9 მილიარდ ადამიანს - 2056 წელს მიაღწევს, რის შემდეგაც შემცირებას დაიწყებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge