მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამტრედიაში კიდევ ერთი სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა
მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამტრედიაში კიდევ ერთი სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამტრედიაში კიდევ ერთი სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ სამტრედიის N10-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ქვარა ჩართოლანმა დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები პირადად მოინახულა.

პროექტის ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი და ეზოს მიმდებარე ტერიტორია. აღსანიშნავია, რომ განახლებული შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

აღნიშნული სარეაბილიტაციო პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გაუქმების შემდეგ გადაეცა და ის სრულად საქართველოს მთავრობის მიერ ფინანსდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი