მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მუნიციპალურმა ინსპექციამ რეკრეაციულ ზონაში 40 ჰექტარი სახელმწიფო მიწის მიტაცების ფაქტი აღკვეთა
მუნიციპალურმა ინსპექციამ რეკრეაციულ ზონაში 40 ჰექტარი სახელმწიფო მიწის მიტაცების ფაქტი აღკვეთა

მუნიციპალურმა ინსპექციამ რეკრეაციულ ზონაში 40 ჰექტარი სახელმწიფო მიწის მიტაცების ფაქტი აღკვეთა

იმედი|imedinews.ge

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გლდანის რაიონში სახელმწიფო ქონების მიტაცების მასშტაბური ფაქტი გამოავლინა - სამსახურმა რეკრეაციულ ზონაში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონო მშენებლობების პროცესი და 40 ჰექტრამდე ტერიტორიის მიტაცების მცდელობა საწყის ეტაპზევე აღკვეთა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

სარეკრეაციო ზონაში არსებულ, გაუნაშენიანებელ ტერიტორიაზე განხორციელდა უნებართვო სამშენებლო სამუშაოები.კერძოდ, სამართალდამრღვევებმა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე განათავსეს 14 დაუსრულებელი მცირე ზომის კაპიტალური და 27 მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა და მავთულბადის ღობეები.

გარდა ამისა, ტერიტორიის მითვისების მიზნით, სამართალდამრღვევების მხრიდან მიწის ნაკვეთების რკინის კონსტრუქციებით შემოღობვა და სამშენებლოდ მომზადების პროცესი ინტენსიურად გრძელდებოდა.

გლდანის რაიონში რეკრეაციული ზონის სტატუსის მქონე ეს ტერიტორია 300 ჰექტარს აღემატება. ამ ეტაპზე სამართალდამრღვევების მიერ მსუბუქი კონსტრუქციებით და ნაგებობებით, თვითნებურად იყო დაკავებული 40 ჰექტრამდე მიწა. აღნიშნული ტერიტორია განაშენიანებული და დასახლებული არ არის.

მიუხედავად სამსახურის არაერთი გაფრთხილებისა (როგორც ადგილზე, ისე საჯარო მიმართვის ფორმით) და მოწოდებისა, შეეწყვიტათ უკანონო სამუშაოები და თავადვე მოეხდინათ დემონტაჟი, სამართალდამრღვევები არ დაემორჩილნენ სამსახურის კანონიერ მოთხოვნას და პერიოდულად განაგრძობდნენ უკანონო შემოღობვების მოწყობას, ტერიტორიის თვითნებურად დაკავების მიზნით.

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დღეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწების მიტაცებისა და უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით სპეციალური ღონისძიება ჩაატარა.

ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა უკანონოდ განთავსებული დაუსრულებელი ნაგებობების და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟი. ტერიტორია დასუფთავდა და ადგილიდან გაიტანეს სამშენებლო ნარჩენიც.

„განვაგრძობთ ქმედით ღონისძიებებს უკანონო მშენებლობებისა და სახელმწიფო მიწის მიტაცების აღსაკვეთად. დღეს მასშტაბური ღონისძიება ჩავატარეთ გლდანში და გამოვათავისუფლეთ თვითნებურად დაკავებული, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სარეკრეაციო ზონის სტატუსის მქონე ტერიტორია. მოვუწოდებ მოქალაქეებს, დაემორჩილონ კანონს, რადგან მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან არცერთი ფაქტი არ დარჩება რეაგირების გარეშე. მადლობას ვუხდი სამართალდამცავ უწყებებს მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გოგი ჩიქოვანმა.

თბილისის მუნიციპალური ინსპექცია, უფლებამოსილების ფარგლებში, მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს კანონდარღვევის აღმოსაჩენად და ახორციელებს ქმედით ღონისძიებებს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მამუკა მდინარაძე რიყის დოქებზე: ამ შენობაში შიგნით რომ შეხვიდე და გადარჩენის საშუალება მოგეცეს, ჯდება გაცილებით ძვირი, ვიდრე თავად ეს შენობა, შენობის მეპატრონეები მზად არიან, დაშალონ და საჩუქრად გადასცენ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც სხვა ადგილზე მოუნდება მისი აწყობა

დიდ დიღომში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყო

დიდ დიღომში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყო

იმედი

მამუკა მდინარაძე: შემცირებულია სიძულვილის, ზიზღის გამომხატველი პოსტები სოციალურ ქსელებში და ამ შედეგზე თუ გავალთ, ეს არის უდავოდ და უალტერნატივოდ ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რაც ადამიანებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებასაც კი შეუწყობს ხელს - რაც არ უნდა გარედან დაავალონ ვიღაცებს, ნორმა ვერ იქნება დედის გინება და შეურაცხყოფა

მედია: საბერძნეთი უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების რაკეტების გადაცემის მოთხოვნით ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან მუდმივ ზეწოლას განიცდის

მედია: საბერძნეთი უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების რაკეტების გადაცემის მოთხოვნით ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან მუდმივ ზეწოლას განიცდის

იმედი