მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნანა კაკაბაძე: რამ ააწიოკა ნაცები? ფაქტებით დაანახა პრემიერმა მოქალაქეებს, რომ უსამშობლო ოპოზიცია უცხოელი პატრონების ინტერესებით მოქმედებს, მათ 2022-ში ქართველ მარიონეტებს დაავალეს, მიემართათ უკიდურესი რუსოფობიური სტრატეგიისთვის - რუსოფობობა ხელისუფლების დაკარგვიდან 10 წლის განმავლობაში არ გახსენებიათ
ნანა კაკაბაძე: რამ ააწიოკა ნაცები? ფაქტებით დაანახა პრემიერმა მოქალაქეებს, რომ უსამშობლო ოპოზიცია უცხოელი პატრონების ინტერესებით მოქმედებს, მათ 2022-ში ქართველ მარიონეტებს დაავალეს, მიემართათ უკიდურესი რუსოფობიური სტრატეგიისთვის - რუსოფობობა ხელისუფლების დაკარგვიდან 10 წლის განმავლობაში არ გახსენებიათ

ნანა კაკაბაძე: რამ ააწიოკა ნაცები? ფაქტებით დაანახა პრემიერმა მოქალაქეებს, რომ უსამშობლო ოპოზიცია უცხოელი პატრონების ინტერესებით მოქმედებს, მათ 2022-ში ქართველ მარიონეტებს დაავალეს, მიემართათ უკიდურესი რუსოფობიური სტრატეგიისთვის - რუსოფობობა ხელისუფლების დაკარგვიდან 10 წლის განმავლობაში არ გახსენებიათ

იმედი|imedinews.ge

რამ ააწიოკა ნაცები? მარტივად მისახვედრია ნაცების მხრიდან გამოხატული აგრესია და გაცეცხლებული კომენტარები ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელშიც გამოთქმული იყო გაკვირვება იმის თაობაზე, რომ ნაცები და მისი მოკავშირეები 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომის შემდეგ უცნაურად დაუტკბნენ რუსეთს, ხოლო 2022 წელს დაწყებული რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ მოულოდნელად გახდნენ ისეთი აგრესიული ანტირუსები და რუსოფობები, რომ ყველაზე ველურ ნაცისტურ ნარატივებსაც გადააჭარბეს, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია "მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, „ნაცმოძრაობას“ უკიდურესი რუსოფობობა ხელისუფლების დაკარგვიდან 10 წლის განმავლობაში არ გახსენებია, მხოლოდ მას შემდეგ, რაც 2022 წელს, დასავლეთის მიდგომა შეიცვალა, ოპოზიციად წოდებულ აგენტურასაც გარე ძალებმა დაავალეს ანტი რუსული განწყობების ჩამოყალიბება.

„მათი ეს ქცევა პრემიერმა იმ ხალხის თვალშიც გააშიშვლა, ვისაც დღესაც სჯეროდათ ნაცების ანტირუსობა. ტექსტში, გასაგები ენით იყო ახსნილი, ის რომ 2008-შიც, 2022-შიც “პატრიოტებად” მომუშავე ნაცები და მათი ანასხლეტები ასრულებდნენ დასავლელი პატრონებისგან მიღებულ დავალებებს. მათ პოლიტიკურ თუ კრიმინალურ ქმედებებს არც იმ წლებში და არც დღეს, არავითარი კავშირი არ აქვს სამშობლოზე ზრუნვასთან.

განცხადებაში, ნათქვამია ისიც, რომ 2008 წლის, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მათი დასავლელი პატრონები ჯერ კიდევ ცდილობდნენ პუტინის რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას და ეფლირტავებოდნენ მას, ხოლო მას შემდეგ რაც დასავლეთმა, 2022-ში რუსეთს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადა, უცხოელმა ინსტრუქტორებმა, ქართველ მარიონეტებს დაავალეს, მიემართათ უკიდურესი რუსოფობიური სტრატეგიისა და ტაქტიკისათვის.

ოპოზიციად წოდებულებმა, ამ მოცემულობის გაქარწყლებაც სცადეს და პრემიერს ნაცების სახელით უპასუხეს, მიშას ხელისუფლებისთვის მიკერებული ანტირუსობის იარლიყი რომ მოგვეცილებინა, იმიტომ ხვდებოდა მიშა საზღვარზე რუსებს თაიგულებით, იმიტომ სთხოვდა პუტინს, რუსეთში საქართველოს კულტურის დღეების ჩატარებასო (რუსების წინაშე გვამღერე და გვაცეკვეო) და ამავე მიზეზით მისცა რუსეთის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმიო.

დავუშვათ, დავიჯერეთ ყველაფერი, რომ ეს დასავლელი პატრონების დავალებები კი არა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეროვნული ინტერესების დაცვისკენ დამოუკიდებლად გადადგმული ნაბიჯები იყო.

მაშინ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად რუსეთს რომ სწორედ 2008 წლის შემდეგ მისცეს ნაცებმა თანხმობა, ეს რა ეროვნული ნაბიჯი იყო?

რუსეთზე ზემოქმედების ამ ერთადერთი ბერკეტის დაკარგვით რა მოიგო საქართველომ? ან იმას როგორ ახსნიან, რომ უკიდურესი რუსოფობობა ხელისუფლების დაკარგვიდან 10 წლის განმავლობაში არ გახსენებიათ?

თუნდაც 2014 წელს რუსების მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ არ იყო იმის საფუძველი, რომ თუ საკუთარი გულისთქმით მოქმედებდნენ და უკრაინას ასე გულშემატკივრობდნენ, მაშინ დაეწყოთ რუსთმოძულეობის კამპანია?

ნუთუ ამ 10 წლის განმავლობაში ისინი რუს ტურისტებსა და რუსულ ბიზნესებს ვერ ამჩნევდნენ საქართველოში?

სწორედ ამ და სხვა ფაქტებით დაანახა პრემიერმა მოქალაქეებს, რომ უსამშობლო ოპოზიცია არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოელი პატრონების ინტერესებით მოქმედებენ, რასაც ამომრჩეველი კარგად ხედავს, ვინაიდან ყოველ არჩევნებზე, რომელიც კი 2012 წლის შემდეგ ჩატარებულა, ოპოზიციად წოდებულ აგენტურას, გარკვევით ეუბნება, რომ მარიონეტ პოლიტიკოსებსა და სისხლიანი რეჟიმის შემოქმედებს აღარასოდეს აღარ ანდობს ქართველი ხალხი, ქვეყნის მართვის სადავეებს.

ყალბი პიარისა და ტვინების გამორეცხვის მიუხედავად ქვეყნის უმრავლესობა ოპოზიციას ხმას არ აძლევს ვინაიდან მათ არ მიიჩნევენ არც ჩვენს ქვეყანაზე მოფიქრალებად და არც ამ ქვეყნის პატრიოტებად.

უნამუსობა ეწოდება ოპოზიციის იმ შენიშვნას, რომელზეც კრებსითმა ნაცებმა მიუთითეს პრემიერს, 2008 წლის აგვისტოს მძიმე დღეების გახსენებისას, დაღუპულთა ოჯახებს რატომ არ მიუსამძიმრე და სამძიმრის ნაცვლად, “სამშობლოზე გულანთებულ, მუდამ მართალ ნაცებს” რატომ დაგვესხი თავსო.

პრეტენზია გამოთქვეს იმაზეც, რომ თურმე რუსული ტერმინი “რუსოფობია” გამოიყენა კობახიძემ თავის განცხადებაშიო.

რამდენად რუსულია ეს ტერმინი და ზოგადად სიტყვა "ფობია", ამაზე არაფერს ვიტყვით, ხოლო რაც შეეხება დაღუპულ მეომრებზე და მათ ოჯახებზე ზრუნვას, ეს თემა, ნაცების იმდენად სუსტი მხარეა, ჯობდა საერთოდ არ შეხებოდნენ მას, ვინაიდან 2008 წლის წაგებულ ომში, ნაცების ხელისუფლებამ, გარდაცვლილი მეომრების ცხედრების გადმოსვებაზეც კი არ იფიქრა, სანამ ეს პატრიარქმა არ უზრუნველყო.

ამდენად, პრემიერის წინააღმდეგ ნაცების გაღმა შედავების პოლიტიკა მორიგ ჯერზე კრახით დასრულდა“, - წერს ნანა კაკაბაძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: განმავლობაში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 61 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: 9 წლის განმავლობაში გარედან დაგვისვეს პრეზიდენტად ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი არაჯანსაღი მდგომარეობა და მისი ბოლოდროინდელი განცხადებები ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, აგენტურა არ უნდა მართავდეს ჩვენს ქვეყანასრუსთავი 2
  • "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის საქმე - კაცმა, რომელსაც პოლიცია 7 თვის განმავლობაში უსმენდა მიმალვა შეძლოტვ პირველი
  • რუმინეთმა სამი დღის განმავლობაში მესამე, სავარაუდოდ რუსული, დრონი ჩამოაგდოფორმულა
  • რუსთაველის რეაბილიტაცია ზეგ დაიწყება – როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი მომდევნო ოთხი თვის განმავლობაშიBM.GE
განმავლობაში →

მსგავსი სტატიები

გიგი წერეთელი: მაშინ [2008 წელს] იყო ასეთი პოლიტიკა. საქართველო არ იყო ქსენოფობიური ქვეყანა და რაღაც განსხვავების დანახება, რომ რუს ხალხს არ მოსწონს ის, რომ პუტინი ასეთ ექსპანსიას ახორციელებს, ალბათ, ამაზე იყო გათვლა - ხალხს არაფერს ვერჩით. თუ ჩამოვა მშვიდობიანი ტურისტი, ჩამოვიდეს. თუ ვინმე ბიზნესს ომისთვის არ იყენებს, არ არის პრობლემა

გიგი წერეთელი: მაშინ [2008 წელს] იყო ასეთი პოლიტიკა. საქართველო არ იყო ქსენოფობიური ქვეყანა და რაღაც განსხვავების დანახება, რომ რუს ხალხს არ მოსწონს ის, რომ პუტინი ასეთ ექსპანსიას ახორციელებს, ალბათ, ამაზე იყო გათვლა - ხალხს არაფერს ვერჩით. თუ ჩამოვა მშვიდობიანი ტურისტი, ჩამოვიდეს. თუ ვინმე ბიზნესს ომისთვის არ იყენებს, არ არის პრობლემა

იმედი

Reuters: ტრამპის ეჭვების მიუხედავად, აშშ უკრაინასთან Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს

Reuters: ტრამპის ეჭვების მიუხედავად, აშშ უკრაინასთან Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს

იმედი

გედევან ფოფხაძე: თუ რუსეთის მოქალაქე საქართველოში ჩამოდის და ისვენებს, არ მიმაჩნია, რომ რადგან რუსია, არ უნდა შემოვუშვათ. არ მგონია ოპოზიციაში ასეთი განწყობები იყოს. რუსული კულტურა იქნება, თეატრი, ლიტერატურა თუ პოეზია ჩემთვის ძალიან ახლობელია, ამას მე ომს არ ვუცხადებ

გედევან ფოფხაძე: თუ რუსეთის მოქალაქე საქართველოში ჩამოდის და ისვენებს, არ მიმაჩნია, რომ რადგან რუსია, არ უნდა შემოვუშვათ. არ მგონია ოპოზიციაში ასეთი განწყობები იყოს. რუსული კულტურა იქნება, თეატრი, ლიტერატურა თუ პოეზია ჩემთვის ძალიან ახლობელია, ამას მე ომს არ ვუცხადებ

იმედი

ზურაბ პატარაძე ჩირუხის მთაზე ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს „შუამთობას“ დაესწრო

ზურაბ პატარაძე ჩირუხის მთაზე ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს „შუამთობას“ დაესწრო

იმედი