
უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს
იმედი|imedinews.ge
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებასთან სამხედრო ტყვეები გაცვალა. მხარეებმა ერთმანეთს 103-103 ადამიანი გადასცეს.
უკრაინას ჯერჯერობით გაცვლის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
სამხედრო ტყვეების წინა გაცვლა 26 ივნისს შედგა. მაშინ მხარეებმა ერთმანეთს 160-160 ადამიანი გადასცეს. ივლისსა და აგვისტოში კი მოსკოვმა და კიევმა ერთმანეთს დაღუპული სამხედროების ცხედრები გადასცეს.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge