მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საგამოძიებო სამსახურმა ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი დააკავა
საგამოძიებო სამსახურმა ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი დააკავა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი დააკავეს, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქვეყნებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, ახორციელებდა ათეულობით მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ვირტუალური აქტივების ტრანზაქციებს, მათ შორის, ვირტუალური აქტივისა და ნაღდი ფულის კონვერტაციას.

„აღნიშნული საქმიანობით ბრალდებული ხელს უწყობდა ქვეყანაში არაკონტროლირებადი საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელებას.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, ათეულობით საბანკო ბარათი, სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია, ფულადი თანხა - 83 903 აშშ დოლარი, 300 ევრო და 79 600 აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა.

დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ამასთან, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მხილების, აგრეთვე გადასახადებისათვის თავის არიდებისა და შესაძლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენის მიზნით“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამსახურის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 83 სტატია.

  • ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევისთვის 27 პირი ₾27 000-ით დაჯარიმდა - შემოსავლების სამსახურიBM.GE
  • ახალქალაქში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყორუსთავი 2
  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსტემ უმეროვი საგარეო სადაზვერვო სამსახურის უფროსად დანიშნაფორმულა
  • ქალებზე ძალადობა სასამართლოში - რა ბედი ელის მანდატურების სამსახურის უფროსსტვ პირველი
სამსახურის →

მსგავსი სტატიები

კოლუმბიაში მომხდარმა მიწისძვრამ ქვეყნიდან ყავის ექსპორტი თითქმის სრულად შეაჩერა

კოლუმბიაში მომხდარმა მიწისძვრამ ქვეყნიდან ყავის ექსპორტი თითქმის სრულად შეაჩერა

იმედი

ComCom-ის „მედიის გასაღების“ პლატფორმა უკვე 200-ზე მეტ ფილმს აერთიანებს

ComCom-ის „მედიის გასაღების“ პლატფორმა უკვე 200-ზე მეტ ფილმს აერთიანებს

იმედი

Reuters: რუმინეთმა შავ ზღვაში „გერბერას“ ტიპის ორი დრონი გაანადგურა

Reuters: რუმინეთმა შავ ზღვაში „გერბერას“ ტიპის ორი დრონი გაანადგურა

იმედი

შალვა პაპუაშვილი: ქართველი ჯარისკაცები თავდადებით იბრძოდნენ. მარცხი მათი არ ყოფილა. ეს იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის მარცხი - ხელისუფლების, რომელმაც ქვეყანა ომში შეიყვანა, ვერ მართა ომი და ვერც მისი დასრულებისას დაიცვა ქვეყნის ინტერესები