მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნათია თურნავა: ინფლაციის დინამიკის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი გეოპოლიტიკური გაურკვევლობაა
ნათია თურნავა: ინფლაციის დინამიკის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი გეოპოლიტიკური გაურკვევლობაა

ნათია თურნავა: ინფლაციის დინამიკის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი გეოპოლიტიკური გაურკვევლობაა

იმედი|imedinews.ge

მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციურ მოლოდინებთან დაკავშირებით პროგნოზირება რთულია, დასტაბილურება დამოკიდებული იქნება ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ხანგრძლივობასა და გარე ბაზრებზე ნავთობის ფასის დინამიკაზე, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე ეროვნული ბანკის 2025 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატების კითხვის საპასუხოდ.

მისი თქმით, დამაიმედებელია ის ფაქტი, რომ საბაზო ინფლაცია და მომსახურების ფასების ინფლაცია 3%-იანი მიზნობრივი ნიშნულიდან კვლავაც არ არის ძალიან მნიშვნელოვნად გადახრილი და 3.2% და 3.7%-ის ფარგლებში ნარჩუნდება.

„ეს პოზიტიური ტენდენციაა და ნიშნავს, რომ ინფლაციური მოლოდინები საკმაოდ კარგად არის მართული. ასევე პოზიტიური ფაქტორია ჩვენს შემთხვევაში ის, რომ ძლიერი ეკონომიკური ზრდა მომდინარეობს მაღალპროდუქტიული დარგებიდან, რაც მიუთითებს, რომ მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური ზეწოლა განეიტრალებულია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი პოზიტიური ფაქტორია საქართველოს სავალუტო ბაზარზე არსებული სტაბილური ვითარება, რაც გარკვეულწილად ამცირებს ინფლაციურ წნეხს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ხდება ნომინალური გაცვლითი კურსის გამყარება, რასაც განაპირობებს ძლიერი მაკროეკონომიკური ფაქტორები და სავალუტო შემოდინებები. ესეც გარკვეულწილად ამცირებს იმპორტული საქონლიდან ინფლაციური წნეხს და პოზიტიურად მოქმედებს ჩვენს შემთხვევაში. თუმცა, კვლავაც უნდა გაესვას ხაზი მთავარ ფაქტორს გეოპოლიტიკური გაურკვევლობის თვალსაზრისთ, რასაც ჩვენი მონეტარული პოლიტიკის ზომიერი გამკაცრების გზით ვმართავთ“, - დასძინა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი