მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნათია თურნავა The Banker-თან ინტერვიუში: ქართული ბანკების მიერ Nasdaq Calypso-ს პლატფორმის დანერგვის მიზანია ხელი შეუწყოს საფინანსო სექტორის განვითარების მომდევნო ეტაპს
ნათია თურნავა The Banker-თან ინტერვიუში: ქართული ბანკების მიერ Nasdaq Calypso-ს პლატფორმის დანერგვის მიზანია ხელი შეუწყოს საფინანსო სექტორის განვითარების მომდევნო ეტაპს

ნათია თურნავა The Banker-თან ინტერვიუში: ქართული ბანკების მიერ Nasdaq Calypso-ს პლატფორმის დანერგვის მიზანია ხელი შეუწყოს საფინანსო სექტორის განვითარების მომდევნო ეტაპს

იმედი|imedinews.ge

საერთაშორისო საფინანსო გამოცემა The Banker საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ნათია თურნავასთან ქვეყნის ხუთი უმსხვილესი კომერციული ბანკის მიერ Nasdaq Calypso-ს სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით ინტერვიუს აქვეყნებს.

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ The Banker-ს განუცხადა, პროექტის მიზანია, სწრაფად მზარდ, თუმცა საგარეო შოკების მიმართ მოწყვლად, მცირე ღია ეკონომიკაში ხელი შეუწყოს საფინანსო სექტორის განვითარების მომდევნო ეტაპს.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის სტაბილურმა ზრდამ ბანკებისა და მათი კლიენტებისთვის სავალუტო, საპროცენტო და ლიკვიდობის რისკების ეფექტური მართვა კიდევ უფრო აქტუალური გახადა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციისა და კაპიტალის ბაზარზე ფინანსური ნაკადების მოზიდვას ისახავს მიზნად.

„ეს ინიციატივა არა უბრალოდ პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი, არამედ ბაზრის განვითარების პროექტია, რომელიც საბანკო სისტემის დიდ ნაწილში საერთო სტანდარტების შექმნაზეა მიმართული. როცა ბანკები საერთო სტანდარტებით და უფრო ავტომატიზებული პროცესებით მუშაობენ, მონაცემები უფრო სანდოა. უკეთესი ინფორმაცია საშუალებას მისცემს ეროვნულ ბანკს, ადრეულ ეტაპზე გამოავლინოს მოსალოდნელი კონცენტრაციები ან სტრესული წერტილები და უფრო სრულყოფილი მონაცემების გამოყენებით მოახდინოს შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ The Banker-თან საუბრისას.

Nasdaq Calypso - საზიარო პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს საბანკო სექტორის შემდგომი ზრდის ხელშესაწყობად საჭირო საიმედო, საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურას, საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის ეგიდით დაინერგება. აღნიშნული ინიციატივა „საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის“ (GMAP) ფარგლებში ხორციელდება.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

იმედი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი