მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე: უკრაინამ შეძლო შესაძლებლობების ფანჯრის შექმნა რუსეთთან ომში, მაგრამ ის სამუდამოდ ღია არ დარჩება და უკრაინამ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე: უკრაინამ შეძლო შესაძლებლობების ფანჯრის შექმნა რუსეთთან ომში, მაგრამ ის სამუდამოდ ღია არ დარჩება და უკრაინამ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე: უკრაინამ შეძლო შესაძლებლობების ფანჯრის შექმნა რუსეთთან ომში, მაგრამ ის სამუდამოდ ღია არ დარჩება და უკრაინამ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს

იმედი|imedinews.ge

უკრაინამ შეძლო შესაძლებლობების ფანჯრის შექმნა რუსეთთან ომში, მაგრამ ის სამუდამოდ ღია არ დარჩება და უკრაინამ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, რადმილა შეკერინსკამ უკრაინის აღდგენის საკითხზე გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

შეკერინსკამ აღნიშნა, რომ უკრაინამ შეძლო „ომის მიმდინარეობის შემოტრიალება“ და ეს ჩანს არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე განხორციელებულ დარტყმებშიც.

„ჩვენ ამას ასევე ვხედავთ რუსეთის ქცევის ანალიზით. ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი სისუსტეს ხედავენ, სწორედ მაშინ ახორციელებენ დარტყმას. ისინი მიზანში იღებენ სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, მათ დაარტყეს იუნესკოს სიაში შემავალ რელიგიურ ობიექტს. ანუ, ქრისტიანობისა და მართლმადიდებლობის მიმართ გამოთქმული ყველა იმ ქება-დიდების შემდეგ, ისინი საბოლოოდ ბომბავენ წმინდა ადგილს. მაგრამ ეს მათი ძალის ნიშანი არ არის. ეს მათი სისუსტის ნიშანია“, - თქვა შეკერინსკამ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა იმის წყალობით, რომ უკრაინელებს აქვთ არა მხოლოდ გამბედაობა, არამედ გამომგონებლობაც, გამოცდილება, ახალი სტრატეგიული კონცეფცია, ასევე მათ მიიღეს საჭირო მხარდაჭერა განსაზღვრულ მომენტში.

თუმცა, შეკერინსკამ გააფრთხილა, რომ ეს „შესაძლებლობების ფანჯარა“ დროში შეზღუდულია.

„ასეთი შესაძლებლობების ფანჯრები იქმნება მრავალი მსხვერპლის ფასად, მაგრამ ის სამუდამოდ ღია არ დარჩება. ამიტომ, ჩემი მთავარი გზავნილი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და მხარი დავუჭიროთ უკრაინას მის პრიორიტეტებში“, - განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 261 სტატია.

  • ოკუპანტის თავდასხმის შედეგად კრამატორსკში ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი - პარალელურად, ტრამპი უკრაინას მოუწოდებს შეწყვიტოს რუსული დიზელის ინფრასტრუქტურაზე დარტყმებირუსთავი 2
  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
უკრაინის →შესაძლებლობა →

მსგავსი სტატიები

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი