მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. NBC News: აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით, ვაშინგტონში, თეთრი სახლის სიახლოვეს, სროლა მოხდა
NBC News: აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით, ვაშინგტონში, თეთრი სახლის სიახლოვეს, სროლა მოხდა

NBC News: აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით, ვაშინგტონში, თეთრი სახლის სიახლოვეს, სროლა მოხდა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით, ვაშინგტონში, თეთრი სახლის სიახლოვეს, სროლა მოხდა, რომელშიც უწყების პოლიციელები მონაწილეობდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ავრცელებს.

„აშშ-ის საიდუმლო სამსახურის პერსონალი იმყოფება ვაშინგტონში, მე-15 ქუჩისა და ინდეპენდენსის გამზირის კვეთაზე, სადაც ადგილი ჰქონდა სროლას სამართალდამცველების მონაწილეობით. ერთი პირი დაჭრილია სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლის მიერ. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია“, - ნათქვამია საიდუმლო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „გთხოვთ, მოერიდოთ აღნიშნულ ტერიტორიას, რადგან ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფები“.

საიდუმლო სამსახურის ცნობით, დაჭრილი პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი, შემთხვევის ადგილიდან კი ამოღებულია იარაღი.

ამ ეტაპზე ბოლომდე გაურკვეველია, არის თუ არა მომხდარი პირდაპირ კავშირში თეთრ სახლთან, თუმცა ცნობილია, რომ ინციდენტი თეთრი სახლის ტერიტორიაზე არ მომხდარა. აღსანიშნავია, რომ სროლის პარალელურად, თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მონაწილეობით მიმდინარე ღონისძიება შეუფერხებლად გაგრძელდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამსახურის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 59 სტატია.

  • ქალებზე ძალადობა სასამართლოში - რა ბედი ელის მანდატურების სამსახურის უფროსსტვ პირველი
  • მოვუწოდებ პენიტენციურ სამსახურს, რომ გეგმური იქნება თუ რიგგარეშე, ჩაუტარდეს მას სამედიცინო გამოკვლევა - ლევან მაჭავარიანი სააკაშვილზერუსთავი 2
  • აჭარაში $20 500-ის მოცულობის ყალბი ვალუტის გასაღებისთვის 2 პირი დააკავეს - საგამოძიებო სამსახურიBM.GE
  • რიყის დოქების დემონტაჟზე მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა გასცაფორმულა
სამსახურის →

მსგავსი სტატიები

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი

უკრაინული მედია: რუსეთში Wildberries-ის ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიბომბა

უკრაინული მედია: რუსეთში Wildberries-ის ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიბომბა

იმედი