
ნეთანიაჰუ დიდ ბრიტანეთს აკრიტიკებს: სოციალურ ქსელებში პოსტების გამო ადამიანებს დაკითხვაზე იბარებენ
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტელეკომპანია Channel 14-ის ეთერში სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის საფრთხეებზე საუბრისას ყურადღება დიდ ბრიტანეთში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა.
ნეთანიაჰუს თქმით, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და მედიის ნაწილი განსხვავებული აზრის ჩახშობას ცდილობს, მაგალითად კი გაერთიანებულ სამეფოში სოციალური ქსელების მეთვალყურეობის პრაქტიკა მოიყვანა.
„ნახავთ ჩარევას სოციალურ ქსელებშიც. ეს დღეს ინგლისშიც ხდება. დღეს ინგლისში რაიმე ტვიტს გამოაქვეყნებ - მათ შორის საოცარი ადამიანები, ინტელექტუალები, მემარჯვენეები - და დაკითხვაზე მიჰყავთ“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ოპონენტების გაგებით „დემოკრატიისთვის ყველაზე დიდი საფრთხე თვითონ დემოკრატია და ხმათა მრავალფეროვნებაა“.
TWITTER POST
იმედი
წყარო: imedinews.ge