მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანზე თავდასხმები ამ დროისთვის შეწყვეტილია, თუმცა აფრთხილებს თეირანსა და „ჰეზბოლას“, რომ ხელახალი თავდასხმის შემთხვევაში ისრაელი კვლავ დაარტყამს მათ
ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანზე თავდასხმები ამ დროისთვის შეწყვეტილია, თუმცა აფრთხილებს თეირანსა და „ჰეზბოლას“, რომ ხელახალი თავდასხმის შემთხვევაში ისრაელი კვლავ დაარტყამს მათ

ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანზე თავდასხმები ამ დროისთვის შეწყვეტილია, თუმცა აფრთხილებს თეირანსა და „ჰეზბოლას“, რომ ხელახალი თავდასხმის შემთხვევაში ისრაელი კვლავ დაარტყამს მათ

იმედი|imedinews.ge

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანთან წუხელ განახლებული საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ პირველ საჯარო გამოსვლაში განაცხადა, რომ „ამ დროისთვის“ წყვეტს ირანზე თავდასხმებს.

თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრძოლა როგორც თეირანის, ისე „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ „არ დასრულებულა“ და ისრაელი კვლავაც უპასუხებს მის ტერიტორიაზე განხორციელებულ ნებისმიერ თავდასხმას.

„მას შემდეგ, რაც ირანი თავს დაესხა ისრაელს“ „ჰეზბოლას“ მხარდასაჭერად - რაც მოჰყვა ისრაელის საპასუხო დარტყმებს ამ დაჯგუფებაზე ბეირუთში - მე მივეცი მითითება ისრაელის თავდაცვის ძალებს, დაერტყათ სამხედრო და ეკონომიკური ობიექტებისთვის მთელი ირანის მასშტაბით“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

„ამჟამად ამ ფრონტზე ცეცხლი შეწყვეტილია, რადგან თეირანის ტერორისტულ რეჟიმზე დარტყმის შემდეგ, მათ ჩვენზე თავდასხმა შეწყვიტეს“, - ამბობს ნეთანიაჰუ და ამავდროულად აფრთხილებს მათ: „თუ ეს ტერორისტული რეჟიმი დაუშვებს შეცდომას და კვლავ დაგვესხმება თავს, ჩვენ ძალით ვუპასუხებთ“.

„დღეს ირანი და „ჰეზბოლა“ იმაზე სუსტები არიან, ვიდრე ოდესმე, ჩვენ კი იმაზე ძლიერები ვართ, ვიდრე ოდესმე. თუმცა, ჩვენი ბრძოლა მათ წინააღმდეგ ჯერ არ დასრულებულა“, - აცხადებს პრემიერი.

მან დასძინა, რომ სამხედროები გააგრძელებენ მოქმედებებს სამხრეთ ლიბანში, რათა „გაანადგურონ [„ჰეზბოლას“] მთელი ტერორისტული ინფრასტრუქტურა უსაფრთხოების ზონაში, ბოფორტის ქედზე არსებული მასშტაბური მიწისქვეშა ობიექტების ჩათვლით“.

„გასული დღის განმავლობაში ირანი და „ჰეზბოლა“ შეეცადნენ ჩვენთვის ახალი განტოლება თავს მოეხვიათ. ეს განტოლება ჩემთვის აუტანელი და სრულიად მიუღებელია. მათ ეგონათ, რომ შეძლებდნენ ლიბანიდან და ირანიდან ისრაელზე თავდასხმების განხორციელებას, ჩვენ კი არ ვიმოქმედებდით. ეს ასე არ მომხდარა და არც მოხდება. ყოველ შემთხვევაში, ჩემი მმართველობის პერიოდში“, - აფრთხილებს ნეთანიაჰუ.

ნეთანიაჰუმ მიანიშნა, რომ ეს გზავნილი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც გადასცა, რომელიც ბოლო დღეებში არაერთხელ მოუწოდებდა ისრაელს დეესკალაციისკენ, რათა შეენარჩუნებინათ აშშ-ირანის მიმდინარე მოლაპარაკებები შეთანხმების მისაღწევად.

„ისრაელს აქვს თავდაცვის სრული უფლება და ჩვენ ამ უფლებას გამოვიყენებთ ყოველთვის, როცა ეს საჭირო იქნება. ამას გეუბნებით თქვენ, ისრაელის ძვირფასო მოქალაქეებო, ისევე, როგორც ამას ვამბობ ჩემს კეთილმეგობრულ საუბრებში ჩემს მეგობართან, პრეზიდენტ ტრამპთან“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 229 სტატია.

  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანარუსთავი 2
  • საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთოBM.GE
  • აშშ-ირანის კონფლიქტი კვლავ გამწვავდა, CENTCOM მძლავრ იერიშზე საუბრობსფორმულა
  • აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელატვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი