
NGO Monitor: ბრიტანეთში პროპალესტინური დემონსტრაციები საერთაშორისო დონორების მიერ იყო დაფინანსებული
იმედი|imedinews.ge
კვლევითი ინსტიტუტი NGO Monitor-ი აქვეყნებს ანგარიშს, რომლის თანახმად, ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, გაერთიანებულ სამეფოში გამართული პროპალესტინური დემონსტრაციები არა სპონტანური აქციები, არამედ საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინირებული ქსელის მიერ ორგანიზებული იყო.
დოკუმენტში წერია, რომ საპროტესტო აქციების ერთ-ერთი წყარო, ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოების ფონდის საგრანტო პროექტები იყო. NGO Monitor-ის კვლევით, სხვადასხვა უცხოური დონორები უზრუნველყოფდნენ ბრიტანეთში უწყვეტი აქციების ლოგისტიკურ, ფინანსურ და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge