
ნიკა ობოლაძე: ჩერგოლეიშვილი 20 წლის ახალგაზრდებს მოუწოდებს, პრეზიდენტი და ამ ქვეყნის შაჰი სალომე ზურაბიშვილია, ყაველაშვილს ნუ აღიარებთო. ოღონდ, თვითონ საარჩევნო კამპანია აქვს, ყაველაშვილის დანიშნული არჩევნებში რომ მიიღოს მონაწილეობა - უტიფრობაში, არათანმიმდევრულობაში და ტყუილში, ჩემპიონები არიან „ფედერალისტები“
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა ობოლაძე „ფედერალისტებს“ აკრიტიკებს და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ უტიფრობაში, არათანმიმდევრულობაში და ტყუილში ჩემპიონები არიან.
„ჩერგომ, 2024 წლის არჩევნები მოვიგეთო, ისე რომ თვითონ არჩევნებში მონაწილეობაც არ მიუღია. ანუ არჩევნები მოიგო: მიშამ, ხაზარაძემ, გვარამიამ და გახარიამ. ეს არის 9-იანი, ეს არის ბიძინას დამარცხების ფორმულაო.
მერე, 2024 წლის არჩევნები ვინც მოიგო, ოთხივე გამარჯვებული ოპოზიციური პოლიტიკური პარტია - რუსად, არადემოკრატად, ოლიგარქიულად, სიტყვის თავისუფლების მტერად და ბიძინას დეკორაციად შერაცხა. ჩასარეცხია ეს ოპოზიციაო (ვინაა ჩასარეცხი, მოგებული ოპოზიცია?) მანამდე კამპანია ქონდა - ჯარიმებით გავჭედოთ სისტემაო.
ახლა 20 წლის ახალგაზრდებს მოუწოდებს, პრეზიდენტი და ამ ქვეყნის შაჰი სალომე ზურაბიშვილია, ყაველაშვილს ნუ აღიარებთო.
ოღონდ თვითონ საარჩევნო კამპანია აქვს, ყაველაშვილის დანიშნულ არჩევნებში რომ მიიღოს მონაწილეობა.
კიდევ ერთხელ: უტიფრობაში, არათანმიმდევრულობაში და ტყუილში, ჩემპიონები არიან ფედერალისტები“, - წერს ობოლაძე.
იმედი
წყარო: imedinews.ge