მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Bloomberg: უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტმა 2027 წელს შესაძლოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს გადააჭარბოს
Bloomberg: უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტმა 2027 წელს შესაძლოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს გადააჭარბოს

Bloomberg: უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტმა 2027 წელს შესაძლოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს გადააჭარბოს

იმედი|imedinews.ge

უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ თავდაცვის დასაფინანსებლად სულ უფრო მზარდი ფინანსური დეფიციტი უჩნდება, რადგან ქვეყანა დასავლელი დონორების მიერ დაპირებული მილიარდობით დოლარის დახმარებაზე წვდომის შენარჩუნებას ცდილობს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ინფორმირებული პირების განცხადებით, რომლებმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, მომავალ წელს უკრაინის საბიუჯეტო დეფიციტი, სავარაუდოდ, აქამდე ნავარაუდევზე მეტი იქნება, რის გამოც ქვეყანას ევროკავშირისგან დამატებითი დაფინანსების მოზიდვა დასჭირდება.

ამასთან, როგორც Bloomberg-ი წერს, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებსაც სირთულეები შეექმნა, მათ შორის ქვეყნის სიდიდით მეორე კრედიტორის მიერ წამოყენებული პოლიტიკურად მგრძნობიარე მოთხოვნების გამო.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ივნისის მიმოხილვის უახლესი შეფასებით, 2027 წელს უკრაინის ფინანსური დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 17,8%-ს მიაღწევს, რაც წლევანდელ მაჩვენებელზე 3,3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ეს პროგნოზი ეფუძნებოდა დაშვებას, რომ ომი 2026 წლის ბოლოს დასრულდებოდა. ერთ-ერთი ინფორმირებული პირის განცხადებით, ომის გახანგრძლივების გამო ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, გაიზრდება.

მისივე თქმით, დამატებითი ფინანსური დეფიციტის ზუსტი მოცულობა და მის დასაფარად საჭირო დაფინანსების წყაროები ჯერ განსაზღვრული არ არის. ასევე გაურკვეველია, რა გავლენას მოახდენს ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამაზე. როგორც წესი, დახმარების პროგრამის შეუფერხებლად გაგრძელებისთვის ქვეყნის ვალი მდგრად დონეზე უნდა შენარჩუნდეს.

ფინანსური პრობლემების გაღრმავებასთან ერთად რუსეთი უკრაინაზე თავდასხმების გაძლიერებისთვის ემზადება. კრემლთან დაახლოებული პირების განცხადებით, მოსკოვში მიიჩნევენ, რომ სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

ამავდროულად, უკრაინა კიდევ ერთი რთული ზამთრისთვის ემზადება. Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების დეფიციტი საცხოვრებელ რაიონებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას მოსკოვის საჰაერო თავდასხმების წინაშე უფრო დაუცველს ტოვებს.

თუ უკრაინა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ვერ შეძლებს, კიევი რისკავს, დაკარგოს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროკავშირისგან ჯამში თითქმის 5 მილიარდი დოლარის დახმარება. ევროკავშირი წელს უკრაინის ყველაზე მსხვილი დონორია, წერს სააგენტო.

ამჟამად მთავარი დაბრკოლება კანონპროექტია, რომელიც დაბალი ღირებულების უცხოურ ამანათებზე მოქმედი საგადასახადო შეღავათის გაუქმებას ითვალისწინებს. მისი მიღების შემთხვევაში, უცხოეთიდან საქონლის ხშირად შემომტანი უკრაინელებისთვის ხარჯები გაიზრდება.

კანონპროექტის განხილვა კვლავ შეჩერებულია, რადგან პარლამენტმა არაერთხელ გადააცილა იმ ვადებს, რომლებიც უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეათანხმა. ბოლო ასეთი ვადა ივლისის ბოლოს იყო.

დეპუტატები აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონი ომით გადაღლილ მოსახლეობაზე უარყოფითად იმოქმედებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით კი, ეს ნაბიჯი აუცილებელია სხვა შემოსავლების ზრდის ღონისძიებებთან ერთად ბიუჯეტის გასაძლიერებლად, საგადასახადო ხარვეზის დასახურად და არაპრიორიტეტული იმპორტის შესამცირებლად.

რისკის ქვეშაა არა მხოლოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ წელს დაგეგმილი თითქმის 700 მილიონი დოლარის მორიგი ტრანში, არამედ ევროკავშირის დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის დახმარებაც, რომელიც კიევს მესამე კვარტალში უნდა მიეღო, წერს Bloomberg-ი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 272 სტატია.

  • უკრაინის დაზვერვა: კრემლი 2026-2027 წლებში 600 000 ჯარისკაცის მობილიზებას აპირებსფორმულა
  • უკრაინის იერიშების გამო, რუსეთში Lukoil-ის ყველა მსხვილი ნავთობქარხანა გაჩერდაBM.GE
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა - ქვეყნის ხელმძღვანელობამ, სამხედრო პირებმა და უცხოელმა პარტნიორებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნასრუსთავი 2
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციონერი აქტივისტის რუსეთში სტუმრობაზე: ისინი არიან ფარისევლები. რაღაცაზე საუბრობენ, რომ თითქოს ეს მათთვის მორალურად წარმოუდგენელია, შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ზუსტად იმას აკეთებენ, რაზეც საუბრობენ, რომ თურმე მორალურად მიუღებელი ყოფილა. ისინი საზრდოობენ ამ ყველაფრით

იორდანიის დელეგაცია საქართველოს ვეტერინარული კონტროლისა და ბიოუსაფრთხოების სისტემას გაეცნო

იორდანიის დელეგაცია საქართველოს ვეტერინარული კონტროლისა და ბიოუსაფრთხოების სისტემას გაეცნო

იმედი

ნიკა ობოლაძე: ჩერგოლეიშვილი 20 წლის ახალგაზრდებს მოუწოდებს, პრეზიდენტი და ამ ქვეყნის შაჰი სალომე ზურაბიშვილია, ყაველაშვილს ნუ აღიარებთო. ოღონდ, თვითონ საარჩევნო კამპანია აქვს, ყაველაშვილის დანიშნული არჩევნებში რომ მიიღოს მონაწილეობა - უტიფრობაში, არათანმიმდევრულობაში და ტყუილში, ჩემპიონები არიან „ფედერალისტები“

Daily Wire: ტრამპის ადმინისტრაციამ იმ მემარცხენე რადიკალურ ორგანიზაციებს დაუწესა სანქციები, რომლებიც პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ძალადობრივ ქმედებებს მიმართავდნენ

Daily Wire: ტრამპის ადმინისტრაციამ იმ მემარცხენე რადიკალურ ორგანიზაციებს დაუწესა სანქციები, რომლებიც პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ძალადობრივ ქმედებებს მიმართავდნენ

იმედი