მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნიკოლოზ სამხარაძე და მარიამ ლაშხი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ
ნიკოლოზ სამხარაძე და მარიამ ლაშხი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ

ნიკოლოზ სამხარაძე და მარიამ ლაშხი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიშელ ბუსკილას შეხვდნენ. მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლების, ინოვაციების, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროებში თანამშრომლობაზე, ასევე ამ მიმართულებების შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე. ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე განიხილეს საპარლამენტო თანამშრომლობის საკითხები და ორმხრივი საპარლამენტო ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოსა და ისრაელის გარშემო არსებული უსაფრთხოების გარემო, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენები. ასევე ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსმასახური ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობა დაბომბა

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობა დაბომბა

იმედი

„სახელმწიფო უსაფრთხოების” სამაგისტრო პროგრამაზე  დოკუმენტების მიღება 11 სექტემბრის ჩათვლით გრძელდება

„სახელმწიფო უსაფრთხოების” სამაგისტრო პროგრამაზე დოკუმენტების მიღება 11 სექტემბრის ჩათვლით გრძელდება

იმედი

Euronews: ევროკავშირი ისლანდიის რეფერენდუმის შემდეგ გაფართოების პროცესის გაგრძელებას ცდილობს

Euronews: ევროკავშირი ისლანდიის რეფერენდუმის შემდეგ გაფართოების პროცესის გაგრძელებას ცდილობს

იმედი

ირმა ინაშვილი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: დღევანდელი გამოკითხვის ადრესატი არ ვიყავი. არ უნდა ვყოფილიყავი მე, ვინაიდან ბევრჯერ ვთქვი საჯაროდ, რომ არ ვფლობთ ინფორმაციას იმაზე, რაც მათ აინტერესებთ