მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო ლაცაბიძე: 26 მაისი არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც საქართველოს წინაშე გვაქვს თითოეულ ჩვენგანს
ნინო ლაცაბიძე: 26 მაისი არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც საქართველოს წინაშე გვაქვს თითოეულ ჩვენგანს

ნინო ლაცაბიძე: 26 მაისი არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც საქართველოს წინაშე გვაქვს თითოეულ ჩვენგანს

იმედი|imedinews.ge

რუსთავში 26 მაისი დილიდან მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება. სადღესასწაულოდაა მორთული თავისუფლების მოედანი და ქალაქის ცენტრალური ქუჩები. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რუსთავში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რუსთავის მერიის ორგანიზებით იმართება.

წლევანდელი 26 მაისის მთავარი ლაიტმოტივის - ქრისტიანობის 1700 წლისთავის აღსანიშნავი ბანერები, საქართველოს ეროვნულ დროშასთან და კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის პორტრეტთან ერთად, ქალაქის მერიის მთავარ ფასადზეა გამოფენილი.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, რუსთავის დელეგატი პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, სოფლის მეურნეობის სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ გოზალიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები იოსებ ალიბეგაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი, რუსთავის საკრებულოს დეპუტატები ესწრებიან.

„26 მაისი არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც საქართველოს წინაშე გვაქვს თითოეულ ჩვენგანს. ჩვენი ქვეყნის მთავარ დღესასწაულს ვულოცავ რუსთავს და სრულიად საქართველოს! ეს დღე ყველას გვაერთიანებს და რუსთავში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობაა. ქალაქის მთავარ მოედანზე წარმოდგენილია რუსთავის დიდი ისტორია, ასევე ის პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის მომავლისთვის. თავისუფლების მოედანზე უამრავი გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები იმართება, ასე რომ ყველას გელოდებით, ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი დღე“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

თავისუფლების მოედანზე საბავშვო-გასართობი და შემეცნებითი შინაარსის პავილიონები, რუსთავის ისტორიისა და დღევანდელობის ამსახველი ინსტალაციებია წარმოდგენილი, კოსტავას გამზირზე კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ტექნიკაა გამოფენილი. მთელი დღის განმავლობაში ბავშვებისთვის გაიმართება სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები. მიმდინარეობს ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრებისა და პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

26 მაისის სცენა რუსთავის ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა დაიკავეს და ქართული ფოლკლორით მიულოცეს რუსთაველებს ქვეყნის მთავარი დღესასწაული. 17:10 საათზე, ტრადიციულად მთელ საქართველოსთან ერთად შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, რითაც 1918 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის აქტის მიღების ზუსტი დრო აღინიშნება.

26 მაისის აღსანიშნავი გალა-კონცერტი კი 19:00 საათზე დაიწყება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი