მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო ლაცაბიძე: ძველი რუსთავის ტერიტორიაზე დაგეგმილია 100-მდე შენობის რეაბილიტაცია და 8 ჰექტარი მიწის განაშენიანება
ნინო ლაცაბიძე: ძველი რუსთავის ტერიტორიაზე დაგეგმილია 100-მდე შენობის რეაბილიტაცია და 8 ჰექტარი მიწის განაშენიანება

ნინო ლაცაბიძე: ძველი რუსთავის ტერიტორიაზე დაგეგმილია 100-მდე შენობის რეაბილიტაცია და 8 ჰექტარი მიწის განაშენიანება

იმედი|imedinews.ge

ძველი რუსთავის ტერიტორიაზე დაგეგმილია 100-მდე შენობის რეაბილიტაცია და ასევე 8 ჰექტარი მიწის განაშენიანება, რომელიც ურბანულად ესაზღვრება საცხოვრებელ შენობებს, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა".

მისივე თქმით, აქამდე განხორციელებული პროექტების მიუხედავად ის მეგაპროექტი, რომელიც ძველი რუსთავის რეაბილიტაციას მოიცავს, უპრეცედენტო მასშტაბისაა.

„2026 წელი გამორჩეულია რუსთავისთვის. მასშტაბი იმ პროექტების, რომლის განხორციელებასაც ახლა ვიწყებთ, აბსოლუტურად სხვაა. პირველი მეგაპროექტი არის ძველი რუსთავის რეაბილიტაცია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ძველ რუსთავში შენობები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო. ჩვენი გუნდი წლების განმავლობაში არ გავჩერებულვართ და ვცდილობდით, რომ რეაბილიტაცია, განახლება, გამაგრება მომხდარიყო ამ შენობების, მაგრამ არ იყო ის მასშტაბები, რაც გვინდოდა, რომ ყოფილიყო. წელს კი დაიწყო ეს მეგაპროექტი ძველი ქალაქის განვითარების, ავთენტურობის შენარჩუნების, მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად", - აღნიშნა ლაცაბიძემ.

მისი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 100-მდე შენობის რეაბილიტაცია ძველი რუსთავის ტერიტორიაზე და 8 ჰექტარი მიწის გამწვანება, განვითარება და განაშენიანება, რომელიც ურბანულად ესაზღვრება საცხოვრებელ შენობებს.

რუსთავის მერმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ 90-იან წლებში თვითნებურმა მიშენებებმა, და გადაკეთებებმა საცხოვრებელი კორპუსები და შენობები მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.

„რეაბილიტაციის ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მივიდეთ იმ პირვანდელ სახემდე, რაც იყო, თუმცა არის ძალიან ბევრი ისეთი შენობა, რომელიც თვითნებური ჩარევებით ძალიან დამძიმებულია. არაფერს ვამბობ ვიზუალურ სახეზე, ავარიულობის თითქმის ძირითადი წყარო არის თვითნებური ჩარევები და ამ პროექტის ფარგლებში შევეცდებით დაშვებული შეცდომების გამოსწორებას", - განაცხადა ლაცაბიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რეაბილიტაცია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • 2026 წლის ბოლომდე 25 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულებას ვგეგმავთ - სოხაძეBM.GE
  • ფილარმონიის რეაბილიტაცია იწყება, პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდანეტგაზეთი
  • ავარიული შენობები და გაჭიანურებული რეაბილიტაცია - რა ხდება საჯარო სკოლებშიტვ პირველი
  • რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და სამუშაოების დროს აღმოჩენილი შუა საუკუნეების თბილისი - ნაპოვნი არტეფაქტები დედაქალაქის მრავალსაუკუნოვანი ურბანული და ეკონომიკური განვითარების მასშტაბების დადასტურებაარუსთავი 2
რეაბილიტაცია →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი