მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო ლაცაბიძე: რუსთავში მიმდინარე თითოეული პროექტი, მოსახლეობისთვის უფრო კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას ემსახურება
ნინო ლაცაბიძე: რუსთავში მიმდინარე თითოეული პროექტი, მოსახლეობისთვის უფრო კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას ემსახურება

ნინო ლაცაბიძე: რუსთავში მიმდინარე თითოეული პროექტი, მოსახლეობისთვის უფრო კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას ემსახურება

იმედი|imedinews.ge

რუსთავში საბინაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების რეაბილიტაციის პროგრამა მიმდინარეობს.

სამუშაოების მიმდინარეობას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს დეპუტატ მიხეილ ბერუაშვილთან და „რუსთავის კორპუსის“ წარმომადგენლებთან ერთად, ფალიაშვილის ქუჩაზე გაეცნო.

„მსხვილ პროექტებთან ერთად, რომელსაც რუსთავში ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ვახორციელებთ, აქტიურად მიმდინარეობს. დღეისათვის მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში ერთდროულად მიმდინარეობს ლიფტების, სადარბაზოებისა და სახურავების რემონტი, ამასთანავე ახალი გზების, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, ავარიული კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაცია. რუსთავში მიმდინარე თითოეული პროექტი მოსახლეობისთვის უფრო კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას ემსახურება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს სარემონტო სამუშაოები 20 მისამართზე უკვე დასრულდა. დღეისათვის რეაბილიტაცია კიდევ რამდენიმე საცხოვრებელი შენობის 20 სადარბაზოს უტარდება.

2026 წელს, სხვადასხვა ლოკაციაზე, ჯამში 136 სადარბაზოს განახლებაა დაგეგმილი.

ამ ეტაპზე, ბინათმესაკუთრეთა სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, რუსთავის მერიის ა(ა)იპ „რუსთავის კორპუსი“, სამუშაოებს 200-მდე მისამართზე ახორციელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედია: უკრაინა კანონპროექტების გაჭიანურების ფონზე მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დაფინანსების დაკარგვის რისკის წინაშეა

მედია: უკრაინა კანონპროექტების გაჭიანურების ფონზე მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დაფინანსების დაკარგვის რისკის წინაშეა

იმედი

POLITICO: სლოვაკეთმა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივების გეგმას მხარი არ დაუჭირა

POLITICO: სლოვაკეთმა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივების გეგმას მხარი არ დაუჭირა

იმედი

პეტერ მადიარი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრებისთვის  მზად არ არის

პეტერ მადიარი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრებისთვის მზად არ არის

იმედი

დონალდ ტრამპი სეუტაში მიგრანტების კრიზისზე: ესპანეთი განადგურდება

დონალდ ტრამპი სეუტაში მიგრანტების კრიზისზე: ესპანეთი განადგურდება

იმედი