მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო ლაცაბიძე: ვულოცავ ჩვენს პატარებს დღევანდელ დღეს, მინდა, რომ ერთიან და მშვიდობიან საქართველოში იცხოვრონ
ნინო ლაცაბიძე: ვულოცავ ჩვენს პატარებს დღევანდელ დღეს, მინდა, რომ ერთიან და მშვიდობიან საქართველოში იცხოვრონ

ნინო ლაცაბიძე: ვულოცავ ჩვენს პატარებს დღევანდელ დღეს, მინდა, რომ ერთიან და მშვიდობიან საქართველოში იცხოვრონ

იმედი|imedinews.ge

რუსთავში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.

კოსტავას გამზირიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით კოსტიუმირებული მსვლელობა მოეწყო, რომელშიც რუსთავში მოქმედი მუსიკალური და ქორეოგრაფიული სტუდიების ბავშვებმა, ბაგა-ბაღების აღსაზრდელებმა და მათმა მშობლებმა, ორკესტრთან და ანიმაციური ფილმების გმირებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა.

„ვულოცავ ჩვენს პატარებს დღევანდელ დღეს, მინდა, რომ ერთიან და მშვიდობიან საქართველოში იცხოვრონ. დღეს ჩვენი ქალაქი მათთვის განსაკუთრებით ფერადია და ძალიან ბევრი ღონისძიება იმართება. შევეცადეთ, რომ ბავშვებისთვის კიდევ ერთი ძალიან ლამაზი დღე გვეჩუქებინა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

თავისუფლების მოედანზე, ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, ვორქშოპები, მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა იმართება.

სადღესასწაულო სცენაზე კი ადგილობრივი ვოკალური, ქორეოგრაფიული ჯგუფებისა და სტუდიების ბავშვების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა.

რუსთავში 1 ივნისის ღონისძიებები რანინელების კონცერტით დასრულდება.

რუსთაველი ბავშვებისთვის იმღერებენ ლილიანა ჩაჩანიძე, ანასტასია ვასაძე, ნიკოლოზ ხარატი, ოთო ბაზერაშვილი, ვაჩე ღვინიაშვილი, გეგა შონია, სანდრო აბესაძე, გიორგი შაშვიაშვილი და დათუნა კერესელიძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: რთულია, როდესაც არ ზის საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან, დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვაგრძელებთ ევროკომისიასთან მუშაობას იმისათვის, რომ ექვსთვიანი პერიოდი დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით

მაკა ბოჭორიშვილი: დიდი შეცდომა იქნებოდა საქართველოს მხრიდან, რომ დღევანდელ მსოფლიოში ფოკუსი მხოლოდ ერთ პარტნიორზე გაესწორებინა. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მიზნები, რაც წერია კონსტიტუციაში, თუმცა ეს არ გამორიცხავს და პირიქით, საჭიროებს პარტნიორობის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით

მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან დიდი შეცდომაა, რომელსაც ევროკავშირი უშვებს, როდესაც დაკავშირებადობაზე საუბრისას საქართველოს ტოვებს პოლიტიკური დიალოგის ფორმატებიდან

მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან დიდი შეცდომაა, რომელსაც ევროკავშირი უშვებს, როდესაც დაკავშირებადობაზე საუბრისას საქართველოს ტოვებს პოლიტიკური დიალოგის ფორმატებიდან

იმედი