მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. წილოსანი: უტიფრად გვეუბნებიან, რომ ის, რაც ესტონეთისთვისაა საჭირო პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, საქართველოს შემთხვევაში, თურმე ეს აკრძალული გვქონდა - ჩვენს შემთხვევაშიც გამჭვირვალობის კანონი ამას ისახავდა მიზნად
წილოსანი: უტიფრად გვეუბნებიან, რომ ის, რაც ესტონეთისთვისაა საჭირო პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, საქართველოს შემთხვევაში, თურმე ეს აკრძალული გვქონდა - ჩვენს შემთხვევაშიც გამჭვირვალობის კანონი ამას ისახავდა მიზნად

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ესტონეთის პარლამენტის მიერ კანონის მიღების ფაქტს გამოეხმაურა, რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებს ესტონური პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას უკრძალავს.

წილოსანის თქმით, საქართველოს შემთხვევაშიც გამჭვირვალობის კანონი იმავე მიზანს ისახავდა, რაც ესტონეთმა მიიღო.

„ამჯერადაც უტიფრად გვეუბნებიან, რომ ის, რაც ესტონეთისთვის არის კარგი, აუცილებელი და საჭირო პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, საქართველოს შემთხვევაში, თურმე ეს აკრძალული გვქონდა. უფრო მეტიც, თურმე გამჭვირვალობის კანონი რუსული ყოფილა. ჩვენს შემთხვევაშიც გამჭვირვალობის კანონი ამას ისახავდა მიზნად, რადგან ზუსტად იმ „ენჯეოების“ გავლით ფინანსდებოდნენ პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები და ეს ყველაფერი ხდებოდა შეფარვით“, - განაცხადა წილოსანმა.

ესტონეთის პარლამენტმა მესამე მოსმენით ხმათა უმრავლესობით მიიღო კანონი, რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებს ესტონური პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას უკრძალავს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი