მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო წილოსანი და ლევან მახაშვილი, ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდნენ
ნინო წილოსანი და ლევან მახაშვილი, ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდნენ

ნინო წილოსანი და ლევან მახაშვილი, ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდნენ

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და ბულგარეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო წილოსანი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ლევან მახაშვილთან ერთად, ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაზე, მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზებასა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ბულგარეთის მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

„ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქართულ მხარეს შორის ორმხრივი პოლიტიკური მოლაპარაკებები სისტემატურად მიმდინარეობს. გარდა მიმდინარე სამუშაო თუ ტექნიკური საკითხებისა, საუბარი გვქონდა პოლიტიკურ თემებზეც. ჩვენი მხრიდან განსაკუთრებულად იყო ხაზგასმული ბულგარეთის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. მაშინ, როდესაც ევროკავშირის რიგი გადაწყვეტილებები თუ განცხადებები საკმაოდ უსამართლოდ აღწერს საქართველოში არსებულ სიტუაციას, ბულგარეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

შეხვედრისას, ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ ნინო წილოსანს, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელისგან ბულგარეთში მიწვევა გადასცა.

„ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზებაზე. უახლოეს პერიოდში, კოლეგებთან ერთად, აუცილებლად დავგეგმავთ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტს ბულგარეთში“ - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივი ურთიერთობების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი პეტკო დოიკოვი, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის დირექტორი ივან პავლოვი, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის უფროსი ექსპერტი რალიცა ვასილევა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუბიო უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემაზე: ეს საკითხი განიხილება - თუმცა, ეს არ არის სწრაფი გამოსავალი, წარმოების გაფართოებასა და ქარხნების მშენებლობას, ლიცენზიის არსებობის შემთხვევაშიც კი, რამდენიმე წელი სჭირდება

უკრაინული მედია: ევროკავშირში აცხადებენ, რომ მოახლოებული ზამთრის ფონზე, უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობა შეინიშნება

უკრაინული მედია: ევროკავშირში აცხადებენ, რომ მოახლოებული ზამთრის ფონზე, უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობა შეინიშნება

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესს გაეცნო

იმედი

X-XI საუკუნეების ისტორიული არტეფაქტები რუსთაველის გამზირზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

X-XI საუკუნეების ისტორიული არტეფაქტები რუსთაველის გამზირზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი