მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო წილოსანი: ეს არის ქვეყანა, რომელსაც თავისუფლად შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება ქართული მედიასაშუალებების აკრძალვასთან და აკრედიტაციის არგაცემასთან დაკავშირებით და ეს გაასაღოს, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი გამოვლინება
ნინო წილოსანი: ეს არის ქვეყანა, რომელსაც თავისუფლად შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება ქართული მედიასაშუალებების აკრძალვასთან და აკრედიტაციის არგაცემასთან დაკავშირებით და ეს გაასაღოს, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი გამოვლინება

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი მოლდოვის მიერ ქართული ტელეკომპანიებისთვის კიშინეუში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის გასაშუქებლად აკრედიტაციის არგაცემას აფასებს.

„მოლდოვაში მძიმე ცენზურის ფაქტებია და ეს არა მხოლოდ სამი ქართული მედიასაშუალების აკრძალვით, არამედ დასტურდება იმით, რაც საკუთარი მედიასაშუალებების მიმართ აქვთ გამოყენებული. მოლდოვაში დაახლოებით 12-მდე მედიასაშუალება აქვთ დაკეტილი და აკრძალული, მათ შორის, აკრძალული აქვთ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იმ კონკრეტული ხელისუფლების მიზნებს არ შეესაბამებოდა და გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა. ეს არის ქვეყანა, რომელსაც თავისუფლად შეუძლია, რომ მიიღოს გადაწყვეტილება მაგალითად, ქართული მედიასაშუალებების აკრძალვასთან და აკრედიტაციის არგაცემასთან დაკავშირებით და ეს გაასაღოს, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი გამოვლინება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მოლდოვამ სამ ქართულ მაუწყებელს - „იმედს”, „რუსთავი ორსა“ და „პოსტივის“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიაზე აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა. აღნიშნულ სესიაში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობს, ის მინისტრთა კომიტეტის სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

იმედი