მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო წილოსანი: გუშინდელი ფაქტი იყო ნამდვილად გადაცდომა და ჩვენი სახელმწიფოს დამოკიდებულება ყველა ასეთ ფაქტთან დაკავშირებით არის ის მყისიერი რეაგირება, რომელიც მოჰყვა მას
ნინო წილოსანი: გუშინდელი ფაქტი იყო ნამდვილად გადაცდომა და ჩვენი სახელმწიფოს დამოკიდებულება ყველა ასეთ ფაქტთან დაკავშირებით არის ის მყისიერი რეაგირება, რომელიც მოჰყვა მას

ნინო წილოსანი: გუშინდელი ფაქტი იყო ნამდვილად გადაცდომა და ჩვენი სახელმწიფოს დამოკიდებულება ყველა ასეთ ფაქტთან დაკავშირებით არის ის მყისიერი რეაგირება, რომელიც მოჰყვა მას

იმედი|imedinews.ge

გუშინდელი ფაქტი იყო ნამდვილად გადაცდომა და ჩვენი სახელმწიფოს დამოკიდებულება ყველა ასეთ ფაქტთან დაკავშირებით არის ის მყისიერი რეაგირება, რომელიც მოჰყვა მას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ იცის, რომ გამოძიება გუშინვე დაიწყო და დღეს პროკურატურამ 6 პირი დააკავა.

„ეს იყო ძალიან ცუდი პრეცედენტი, რომელიც დასაწყისშივე უნდა აღმოფხვრილიყო და ასეთი რეაგირება ამიტომ მოჰყვა სამართალდამცავი უწყებებიდან. ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ თავიანთი ცოდვები ჩვენ გადმოგვაწერონ და პარალელები გაავლონ თითქოს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, თუმცა ეს პარალელები არ ივლება. მათი მმართველობის დროს ჩვენ ვიცით ის სისასტიკე და გულგრილობა, რითაც შემდგომში ამ ყველა დანაშაულს ამართლებდნენ და არანაირი პასუხისგება არ მოჰყვებოდა.

თუ დავაკვირდებით, რომ 2012 წლიდან „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და უამრავი ურთულესი მომენტი გამოიარა, ალბათ მხოლოდ რამდენიმე ფაქტი გვახსენდება. ერთი იყო გახარიას ის გადაცდომა, რომლისთვისაც თავად მან დაგვასწრო გუნდიდან გაქცევა. მეორე არის იმ ძალადობრივი აქციების დროს პოლიციელების მხრიდან გადაცდომები, რომელზეც სათანადო რეაგირება გვქონდა და გუშინდელი ფაქტი, რომელიც ძალიან უსიამოვნოა, თუმცა ამ ფაქტთან დაკავშირებითაც წამიერი რეაგირება გვქონდა“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ასევე თქვა, რომ ოპოზიციამ და მათმა ტელევიზიებმა ქართული ენა, ან სიტყვის შინაარსი არ იციან, რადგან საუბრობენ სისტემურ დანაშაულზე. სისტემური ნიშნავს, როდესაც ეს სისტემატურად ხდება.

„როდესაც 14 წლის მანძილზე მხოლოდ სამ შემთხვევაზე მეტი არ გახსენდება, აბსურდია სისტემურობაზე საუბარი. სისტემურობას სრულად აქარწყლებს ჩვენი მხრიდან მყისიერი რეაგირება და ჩვენივე პოლიტიკური განცხადებები.

როდესაც ჩვენ აღშფოთება გამოვთქვით დანიის შემთხვევასთან დაკავშირებით, ჩვენი აღშფოთება სამართლიანი იყო და ამ აღშფოთებას უპირველეს ყოვლისა იწვევს ის, რომ დანიის ხელისუფლების, სხვადასხვა მაღალი რანგის ევროპელი ბიუროკრატების, აქაური ელჩების მხრიდან დუმილია ამ საკითხზე. ჩვენ არ ვუფრთხით, რომ თუ რაღაც არასწორად მოხდა რომელიმე ჩვენს უწყებაში, ან რომელიმე თანამშრომლის მხრიდან მომენტალურად სწორ შეფასებას და რეაგირებას ვაძლევთ“, - განმარტა წილოსანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა

იმედი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი