მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო წილოსანი გვარამიას განცხადებაზე: ანტიქართული ძალები უცხო ძალებთან კოორდინაციით იწონებენ თავს
ნინო წილოსანი გვარამიას განცხადებაზე: ანტიქართული ძალები უცხო ძალებთან კოორდინაციით იწონებენ თავს

ნინო წილოსანი გვარამიას განცხადებაზე: ანტიქართული ძალები უცხო ძალებთან კოორდინაციით იწონებენ თავს

იმედი|imedinews.ge

ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე ხელისუფლების სანქცირების თემა განიხილეს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი გამოეხმაურა. მისი თქმით, ანტიქართული ძალები საკუთარ „სიძლიერედ“, სწორედ უცხოურ ქვეყნებთან და ელჩებთან კოორდინაციას აღიქვამენ.

წილოსანი თქმით, მას უკვირს ბრიტანეთის ელჩის მზაობა, შეხვდეს და აწარმოოს მოლაპარაკებები ანტიკონსტიტუციურ და ანტიდემოკრატიულ პოლიტიკურ სუბიექტებთან.

„ანტიქართული ძალები უცხო ძალებთან კოორდინაციით იწონებენ თავს. არ გაგვიკვირდება თუ სხვადასხვა ქვეყნის ელჩებთან შეხვედრას ისინი თავის სიძლიერედ აღიქვამენ. ერთი რაც ნამდვილად მიკვირს, ეს არის თავად ბრიტანეთის ელჩის სურვილი ან მზაობა, რომ ანტიკონსტიტუციურ და ანტიდემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს შეხვდეს და რაიმე მოლაპარაკება აწარმოოს მათთან. საინტერესო იქნება თავად ელჩის მხრიდან ახსნა-განმარტება“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ბრიტანეთის საელჩო „ქრონიკის“ კითხვას კვლავ არ პასუხობს. კითხვა კი ეხება ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე ხელისუფლების სანქცირების თემა განიხილეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი