მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო წილოსანი: ჯერ კიდევ არის რისკები და საფრთხეები იმისა, რომ რაღაც კონკრეტული თავდასხმები და შანტაჟის რიტორიკა შენარჩუნდეს, თუმცა მეორე მხრივ, საქართველოს საჭიროება უდგას თავად ევროკავშირს
ნინო წილოსანი: ჯერ კიდევ არის რისკები და საფრთხეები იმისა, რომ რაღაც კონკრეტული თავდასხმები და შანტაჟის რიტორიკა შენარჩუნდეს, თუმცა მეორე მხრივ, საქართველოს საჭიროება უდგას თავად ევროკავშირს

ნინო წილოსანი: ჯერ კიდევ არის რისკები და საფრთხეები იმისა, რომ რაღაც კონკრეტული თავდასხმები და შანტაჟის რიტორიკა შენარჩუნდეს, თუმცა მეორე მხრივ, საქართველოს საჭიროება უდგას თავად ევროკავშირს

იმედი|imedinews.ge

ჯერ კიდევ არის რისკები და საფრთხეები იმისა, რომ რაღაც კონკრეტული თავდასხმები და შანტაჟის რიტორიკა შენარჩუნდეს, თუმცა მეორე მხრივ, საქართველოს საჭიროება უდგას თავად ევროკავშირს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხზე საუბრისას.

მისივე თქმით, რამდენიც არ უნდა ისაუბროს ევროპამ საქართველოს გვერდის ავლით ენერგორესურსების თაობაზე, ეს ძალიან შორი პერსპექტივაა და ამავდროულად ეს გზა იმავე მასშტაბებს სავარაუდოდ, ვერ გასწვდება, რომელიც ევროკავშირს სჭირდება.

„მარტა კოსმა განცხადებაშივე ორ ნაწილად გაყო, ერთი იყო პოლიტიკური ნაწილი, რომელიც როგორც ვხედავთ, რაღაც დოზით გააგრძელებენ შეტევებს. მეორე ნაწილი, მათაც ხომ რაციონალური და პრაგმატული აქვთ შერჩენილი, ამიტომ ხვდებიან, რომ საქართველოს გარეშე მათი სასიცოცხლო წყარო და არტერია შეიძლება არარეალობად იქცეს. როცა ხედავენ შუა დერეფნის აუცილებლობას, მათ შორის მათი ენერგო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. საქართველო არის აზერბაიჯანიდან მათთვის ალტერნატიული ენერგორესურსების მიღების წყარო. რამდენიც არ უნდა ისაუბრონ საქართველოს გვერდის ავლით შეიძლება რაღაც ალტერნატიული რესურსების დამუშავება არის ძალიან შორეული მომავალი და არ ვარ დარწმუნებული იმ მასშტაბებს გასწვდეს, რომელიც ევროკავშირს სჭირდება. მეორე ნაწილად გამოიტანა ის, რომ შუა დერეფანი მათთვის მნიშვნელოვანია და მისი ნაწილი არის საქართველო. მიხარია, რომ დახედეს რუკას და დაინახეს, რომ გეოგრაფია არ იცვლება და საქართველო ამ შუა დერეფნის მონაწილეა. ერთი მხრივ ხვდებიან საქართველოს საჭიროებას, ამიტომ არის, რომ ის დრამატული ნაბიჯები, რაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას გულისხმობს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უნდოდათ ამ კუთხით ქართველი ხალხი დაესაჯათ, ჯერჯერობით შეაჩერეს და იმედი გვაქვს, რომ ამ რაციონალური გადაწყვეტილების ფაზაში დარჩებიან. დაშინების ტონი, როგორც ჩანს, ჯერ არ იცვლება. რეალური სურათი ასეთია, ჯერ კიდევ არის რისკები და საფრთხეები იმისა, რომ რაღაც კონკრეტული თავდასხმები და შანტაჟის რიტორიკა იყოს შენარჩუნებული, თუმცა მეორე მხრივ, საქართველოს საჭიროება უდგას თავად ევროკავშირს. ჩვენ ცალმხრივად არაფერს ვითხოვთ, ეს არის ორმხრივი თანამშრომლობა და ზუსტად ამ ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში ვფიქრობთ, რომ საბოლოო ჯამში პოზიტიურ თანამშრომლობამდე მივალთ“, - აღნიშნა წილოსანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 152 სტატია.

  • "საქართველო არც ნატოს წევრია და არც ბირთვული ქოლგა იფარავს" - ნიკოლოზ სამხარაძე განმარტავს, რატომ ვერ გაიზიარებს თბილისი რუსეთთან მიმართებით ევროკავშირის პოლიტიკასრუსთავი 2
  • ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას დაესწრო

სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას დაესწრო

იმედი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

იმედი

Reuters: უნგრეთის მთავრობამ ორბანის ეპოქის ანტიLGBTQ+ კანონების გაუქმების კანონპროექტი წარმოადგინა

Reuters: უნგრეთის მთავრობამ ორბანის ეპოქის ანტიLGBTQ+ კანონების გაუქმების კანონპროექტი წარმოადგინა

იმედი

POLITICO: „ჰუსიტების“ წინსვლა ტრამპს მხოლოდ ცუდ არჩევანს უტოვებს

POLITICO: „ჰუსიტების“ წინსვლა ტრამპს მხოლოდ ცუდ არჩევანს უტოვებს

იმედი