მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო წილოსანი: „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელი აქცია იყო მარტივი დადასტურება იმისა, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვამბობთ. ამავდროულად, ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული IRI-ის კვლევები ადასტურებს, რომ ეს პარტია მთელი თავისი მიკროდანაყოფებით არის განულებული
ნინო წილოსანი: „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელი აქცია იყო მარტივი დადასტურება იმისა, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვამბობთ. ამავდროულად, ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული IRI-ის კვლევები ადასტურებს, რომ ეს პარტია მთელი თავისი მიკროდანაყოფებით არის განულებული

იმედი|imedinews.ge

„ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელი აქცია იყო მარტივი დადასტურება იმისა, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვამბობთ. ამავდროულად, ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული IRI-ის კვლევები ადასტურებს, რომ ეს პარტია მთელი თავისი მიკროდანაყოფებით არის განულებული. შესაბამისად, ამ აქციამაც ეს სურათი გვაჩვენა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა გუშინ გამართული აქციის შესახებ.

მისი თქმით, ამ პარტიას უკვე აღარ ჰყავს ამომრჩეველი და „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი ნულის ტოლია.

„არ აქვს მნიშვნელობა, რა მცდელობას მიმართავენ მათი ერთეული აგრესიული აქტივისტები თუ პოლიტიკოსები - მათ უკვე ამომრჩეველი აღარ ჰყავთ. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამ ორგანიზაციებს სჩვევიათ კონკრეტული კვლევების თუ ინფორმაციის დამალვა - ISFED-იდან მოყოლებული, ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველ ხალხს იმ მნიშვნელოვან ფაქტებს უმალავენ, რომლებიც მათთვის აუცილებელია.

ამ შემთხვევაში პირდაპირ არჩევნებთან არის დაკავშირებული ის ფაქტიც, რომ „ნაცმოძრაობის“ პარტია თავისი დანაყოფებით არის განულებული, ნული აქვთ რეიტინგი და როგორც ჩანს, ეს ვიღაცას - ვინც კვლევა ჩაატარა, არ მოეწონა, არ ესიამოვნა. ყოველ შემთხვევაში, ამ კვლევის შედეგები მათი მხრიდან არ გასაჯაროებულა, თუმცა, რაც ყველაზე საინტერესოა, მათი მხრიდან არც უარყოფა მოგვისმენია, რომ ეს კვლევა ჩატარდა და ამ კვლევის შედეგი არის მთელი „ნაციონალური მოძრაობის“ მიწასთან გასწორებული რეიტინგი“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკუთარი ლიდერის მხარდასაჭერად ორგანიზებული აქცია რიყის პარკში გუშინ დაგვიანებით დაიწყო და მიუხედავად არაერთგზის დაანონსებისა, ამფითეატრი ბოლომდე მაინც ვერ შეივსო.

IRI-ის კვლევაში ოპოზიციას ისტორიული მინიმუმი აქვს. პარტიების ნაწილს 1%-იანი მხარდაჭერა აქვს, ნაწილს 2%-იანი. ცდომილების ზღვარსაც კი ვერ გაუტოლდა „ლელო“. ამ ფონზე „ქართულ ოცნებას“ ალოკაციით 55%, ალოკაციის გარეშე კი 36% აქვს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შალვა პაპუაშვილი: კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რომელიც არის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში

შალვა პაპუაშვილი: კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რომელიც არის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში

იმედი

შალვა პაპუაშვილი: ის, თუ როგორ აფასებს ქართველი ხალხი ხელისუფლების მუშაობას, გამოჩნდა IRI-ის კვლევაში, რომლითაც, „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერის ისტორიული მაქსიმუმი აქვს

შალვა პაპუაშვილი: ის, თუ როგორ აფასებს ქართველი ხალხი ხელისუფლების მუშაობას, გამოჩნდა IRI-ის კვლევაში, რომლითაც, „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერის ისტორიული მაქსიმუმი აქვს

იმედი

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით: გვექნება პანელური დისკუსია, რომელიც შეეხება ევროკავშირის სადამფუძნებლო დოკუმენტებში, მე-17 მუხლის მნიშვნელობას, რომლითაც ევროკავშირი იღებს ვალდებულებას, რომ რელიგიურ ორგანიზაციებთან ჰქონდეს მუდმივი დიალოგი, ასევე გვექნება მეორე პანელი, რომელიც მიეძღვნება ოჯახისა და ტრადიციული ღირებულებების მნიშვნელობას

თენგიზ შარმანაშვილი თავდაცვის ძალების წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს შეხვდა

თენგიზ შარმანაშვილი თავდაცვის ძალების წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს შეხვდა

იმედი