მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფულადი პრიზები და საჩუქრები — მიკრობანკ „კრისტალში“ გზავნილების აქცია დაიწყო
ფულადი პრიზები და საჩუქრები — მიკრობანკ „კრისტალში“ გზავნილების აქცია დაიწყო

ფულადი პრიზები და საჩუქრები — მიკრობანკ „კრისტალში“ გზავნილების აქცია დაიწყო

BM.GE16 ნოემბერი, 2026, 15:07|bm.ge

მიკრობანკი “კრისტალი” მომხმარებლებს ფულადი გზავნილების ახალ აქციას სთავაზობს. აქციის ფარგლებში საქართველოში მყოფ ნებისმიერ პირს საშუალება აქვს, ყოველ კვირას ფულადი პრიზი მოიგოს და, ამავდროულად, დამატებითი ბენეფიტებითაც ისარგებლოს.

აქციაში მონაწილეობისთვის საჭიროა, მომხმარებელმა ფულადი გზავნილი მიკრობანკ “კრისტალის” ფილიალში მიიღოს. მას, ვინც კვირის განმავლობაში ყველაზე მეტი მოცულობის საერთაშორისო გზავნილს გაანაღდებს, პრიზის სახით 100 ლარი გადაეცემა. ამას გარდა, გამარჯვებული “კრისტალის” სადებეტო ბარათითა და მულტისავალუტო ანგარიშითაც დასაჩუქრდება.

გზავნილის განაღდება მიკრობანკ “კრისტალის” ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი. აქცია 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მის ფარგლებში სულ 12 გამარჯვებული გამოვლინდება.

აქციის პირობები ვრცელდება შემდეგ სისტემებზე: Western Union, Ria, MoneyGram და Intel Express.

ფულადი გზავნილები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საჭირო ფინანსური პროდუქტია. აქციის მიზანია, წაახალისოს მომხმარებლები, რომლებიც მიკრობანკ “კრისტალის” მარტივ, სანდო და კომფორტულ მომსახურებას ირჩევენ და მათ დამატებითი ბენეფიტებით სარგებლობის საშუალებაც მისცეს.

მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:

მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიკურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 28-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600+ მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 47 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.

იხ. ვებგვერდი https://crystal.ge/

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აქცია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 62 სტატია.

  • პრაღაში მედიის დამოუკიდებლობის დასაცავად საპროტესტო აქცია გაიმართარუსთავი 2
  • "შეწყვიტეთ ძაღლების ხოცვა" - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია იმართებატვ პირველი
  • სერბეთში 2025-ში აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტებისთვის 10 პოლიციელი დაკაავესფორმულა
  • აქციებზე დაკავებულმა თამარ ლორთქიფანიძემ ციხე ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვანეტგაზეთი
აქცია →

მსგავსი სტატიები

ვენა: ქალაქი, სადაც ქირით ცხოვრება ფუფუნებაა და არა ტვირთი

ვენა: ქალაქი, სადაც ქირით ცხოვრება ფუფუნებაა და არა ტვირთი

BM.GE

საქართველოს ბანკმა 2026 წლის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს ბანკმა 2026 წლის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში გამოაქვეყნა

BM.GE

PSP-ში თანამშრომლებისთვის ხელოვნური ინტელექტის (AI) ასისტენტი დაინერგა - კომპანიის ცოდნა ერთ ჩატში

PSP-ში თანამშრომლებისთვის ხელოვნური ინტელექტის (AI) ასისტენტი დაინერგა - კომპანიის ცოდნა ერთ ჩატში

BM.GE

ვეცადეთ, საქართველოს მოქალაქეებისთვის [საბაგიროებზე] სუბსიდირებული ტარიფი ყოფილიყო | MTA-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი

ვეცადეთ, საქართველოს მოქალაქეებისთვის [საბაგიროებზე] სუბსიდირებული ტარიფი ყოფილიყო | MTA-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი

BM.GE