მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო წილოსანი: „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელი აქცია იყო მარტივი დადასტურება იმისა, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვამბობთ. ამავდროულად, ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული IRI-ის კვლევები ადასტურებს, რომ ეს პარტია მთელი თავისი მიკროდანაყოფებით არის განულებული
ნინო წილოსანი: „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელი აქცია იყო მარტივი დადასტურება იმისა, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვამბობთ. ამავდროულად, ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული IRI-ის კვლევები ადასტურებს, რომ ეს პარტია მთელი თავისი მიკროდანაყოფებით არის განულებული

იმედი|imedinews.ge

„ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელი აქცია იყო მარტივი დადასტურება იმისა, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვამბობთ. ამავდროულად, ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული IRI-ის კვლევები ადასტურებს, რომ ეს პარტია მთელი თავისი მიკროდანაყოფებით არის განულებული. შესაბამისად, ამ აქციამაც ეს სურათი გვაჩვენა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა გუშინ გამართული აქციის შესახებ.

მისი თქმით, ამ პარტიას უკვე აღარ ჰყავს ამომრჩეველი და „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი ნულის ტოლია.

„არ აქვს მნიშვნელობა, რა მცდელობას მიმართავენ მათი ერთეული აგრესიული აქტივისტები თუ პოლიტიკოსები - მათ უკვე ამომრჩეველი აღარ ჰყავთ. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამ ორგანიზაციებს სჩვევიათ კონკრეტული კვლევების თუ ინფორმაციის დამალვა - ISFED-იდან მოყოლებული, ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველ ხალხს იმ მნიშვნელოვან ფაქტებს უმალავენ, რომლებიც მათთვის აუცილებელია.

ამ შემთხვევაში პირდაპირ არჩევნებთან არის დაკავშირებული ის ფაქტიც, რომ „ნაცმოძრაობის“ პარტია თავისი დანაყოფებით არის განულებული, ნული აქვთ რეიტინგი და როგორც ჩანს, ეს ვიღაცას - ვინც კვლევა ჩაატარა, არ მოეწონა, არ ესიამოვნა. ყოველ შემთხვევაში, ამ კვლევის შედეგები მათი მხრიდან არ გასაჯაროებულა, თუმცა, რაც ყველაზე საინტერესოა, მათი მხრიდან არც უარყოფა მოგვისმენია, რომ ეს კვლევა ჩატარდა და ამ კვლევის შედეგი არის მთელი „ნაციონალური მოძრაობის“ მიწასთან გასწორებული რეიტინგი“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკუთარი ლიდერის მხარდასაჭერად ორგანიზებული აქცია რიყის პარკში გუშინ დაგვიანებით დაიწყო და მიუხედავად არაერთგზის დაანონსებისა, ამფითეატრი ბოლომდე მაინც ვერ შეივსო.

IRI-ის კვლევაში ოპოზიციას ისტორიული მინიმუმი აქვს. პარტიების ნაწილს 1%-იანი მხარდაჭერა აქვს, ნაწილს 2%-იანი. ცდომილების ზღვარსაც კი ვერ გაუტოლდა „ლელო“. ამ ფონზე „ქართულ ოცნებას“ ალოკაციით 55%, ალოკაციის გარეშე კი 36% აქვს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, საქართველოსა და თურქეთს შორის შეთანხმება გაფორმდა

განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, საქართველოსა და თურქეთს შორის შეთანხმება გაფორმდა

იმედი

გიორგი ჯინჭარაძე: 34 წელი გავიდა გაგრის დაცემიდან. ამ დღეს შეეწირა მამაჩემი ქვეყნის ერთიანობას. იმ ადამიანების თავგანწირვა ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა

გიორგი ჯინჭარაძე: 34 წელი გავიდა გაგრის დაცემიდან. ამ დღეს შეეწირა მამაჩემი ქვეყნის ერთიანობას. იმ ადამიანების თავგანწირვა ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა

იმედი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში ყველის არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში ყველის არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

იმედი

გია აბაშიძე მთავრობისადმი ნდობის რეიტინგზე: ევრობიუროკრატია საქართველოს დემოკრატიის დეფიციტზე ლაპარაკობს - არ ეუხერხულებათ „ჭკუის დამრიგებლებს“? საქართველო 2025 წლის ევროპის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა