მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო წილოსანი: როგორც ჩანს, ევროკავშირი სახეს იცვლის, უფლებიან და უუფლებო წევრებად დაიყოფა. ის შემოთავაზება, რომელიც გერმანიამ წარმოთქვა და მას 12-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა, სრულებით მიუღებელია ისეთი სუვერენული სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა
ნინო წილოსანი: როგორც ჩანს, ევროკავშირი სახეს იცვლის, უფლებიან და უუფლებო წევრებად დაიყოფა. ის შემოთავაზება, რომელიც გერმანიამ წარმოთქვა და მას 12-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა, სრულებით მიუღებელია ისეთი სუვერენული სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა

იმედი|imedinews.ge

„როგორც ჩანს, ევროკავშირი სახეს იცვლის, უფლებიან და უუფლებო წევრებად დაიყოფა. ის შემოთავაზება, რომელიც გერმანიამ წარმოთქვა და მას 12-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა, სრულებით მიუღებელია ისეთი სუვერენული სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა“, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

წილოსანის თქმით, საბჭოთა კავშირის დროსაც კი ჩვენ შევძელით და ქართული ენა დავიცავით, თუმცა როგორც ჩანს, ახლა ევროკავშირი გეგმავს პატარა სახელმწიფოებს არაფრის დაცვის უფლება აღარ ჰქონდეთ.

„სწორედ ამაზე ისაუბრა შალვა პაპუაშვილმა. მაშინ, როდესაც გეპატიჟებიან კავშირში, სადაც არ სცემენ პატივს არც შენს იდენტობას და არც არანაირი უფლება არ გაქვს შენი მოსაზრება გამოთქვა. იმაზეც აღარ არის საუბარი, რომ გაიტანო შენი პოზიცია. რა თქმა უნდა, ეს კავშირი ყველაზე მახინჯ ფორმას გვახსენებს, ისტორიულად რაც კი ყოფილა და რაც კი გამოგვიცდია. საბჭოთა კავშირის დროსაც კი ჩვენ შევძელით და ქართული ენა დავიცავით, თუმცა როგორც ჩანს, ახლა ევროკავშირი გეგმავს პატარა სახელმწიფოებს არაფრის დაცვის უფლება აღარ ჰქონდეთ.

ეს პროცესი კიდევ ერთხელ მაფიქრებს, რომ რეალურად, ოდესმე კი გეგმავდნენ ევროკავშირის გაფართოებას, თუ საქართველო, უკრაინა და ჩვენნაირი სახელმწიფოები მხოლოდ და მხოლოდ ააჟიტირეს ევროკავშირში გაწევრიანების იდეით იმიტომ, რომ მათი საქმე ეკეთებინათ“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

Euronews-ის ინფორმაციით, ბერლინში, კონრად ადენაუერის ფონდის ღონისძიებაზე გამართული პროგრამული გამოსვლისას, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ევროკავშირში მოქმედი ერთსულოვნების პრინციპი უნდა გაუქმდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისი უნდა იყოს კვალიფიციური უმრავლესობა.

შალვა პაპუაშვილი: მთავარი კითხვაა: რომელ ევროკავშირში გვთავაზობენ გაწევრიანებას, რა უფლებებით და რამდენად თანასწორი წევრის სტატუსით? რადგან წევრობა, რომელიც ქვეყანას სახელმწიფოებრივ უფლებებს ართმევს და მათი დაცვის მექანიზმებს არ აძლევს, ინტეგრაცია კი არა, სუვერენიტეტის გაუქმებაა
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

იმედი

ნინო ენუქიძემ საკონსულტაციო კომპანია HIDRIA Ciencia ambiente y desarrollo S.L-ის ჯგუფის ხელმძღვანელთან საქართველოს სანაპირო ზონის სივრცის დაგეგმარების მიმდინარე სამუშაოები განიხილა

ნინო ენუქიძემ საკონსულტაციო კომპანია HIDRIA Ciencia ambiente y desarrollo S.L-ის ჯგუფის ხელმძღვანელთან საქართველოს სანაპირო ზონის სივრცის დაგეგმარების მიმდინარე სამუშაოები განიხილა

იმედი

მედია: ანდრეა პირლომ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა სავარაუდოდ რუსულ კომპანიასთან თანამშრომლობის გამო ვერ მიიღო

მედია: ანდრეა პირლომ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა სავარაუდოდ რუსულ კომპანიასთან თანამშრომლობის გამო ვერ მიიღო

იმედი

ვოლოდიმირ ზელენსკი: ირანელები და ჩრდილოეთკორეელები უკვე დაგვესხნენ თავს. იმედი მაქვს, რომ ისინი ამ თავდასხმებს არ გააძლიერებენ, მაგრამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ

ვოლოდიმირ ზელენსკი: ირანელები და ჩრდილოეთკორეელები უკვე დაგვესხნენ თავს. იმედი მაქვს, რომ ისინი ამ თავდასხმებს არ გააძლიერებენ, მაგრამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ

იმედი