
ნინო წილოსანი: სამწუხაროა, რომ იმათმა, ვინც პატიმრობაში რჩებიან, თავი დაიტყვევეს იმ გარე ძალების ზეგავლენით, რომლებიც ჯერ აიძულებდნენ დანაშაულის ჩადენას, ხოლო ახლა აიძულებენ, ჰედლაინად სინდისის პატიმრების გამოყენების მიზნით ეს ადამიანები პატიმრობაში დატოვონ
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წერილს, რომელიც ძალადობრივი აქციების დროს დაკავებულებს ეხება.
„ფაქტია, რომ იმ 45-მა შეწყალებულმა, თუ საპროცესო შეთანხმებით გამოსულმა ადამიანმა სრულად ჩამოშალა ოპოზიციის ნარატივი პოლიტიკურ თუ სინდისის პატიმრებთან დაკავშირებით. როდესაც ადამიანს მარტივად შეუძლია, რომ თავისუფლება მოიპოვოს პრეზიდენტზე მიმართვით, ეს ნიშნავს, რომ მათი პატიმრობა არა ხელისუფლების მიზანი, არამედ მათი ბატონ-პატრონების პოლიტიკური ინსტრუმენტია.
სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებმა და იმათმა, ვინც პატიმრობაში რჩებიან, თავი დაიტყვევს იმ გარე ძალების ზეგავლენით, რომლებიც ჯერ აიძულებდნენ, რომ დანაშაული ჩაედინათ, ხოლო ახლა აიძულებენ, ჰედლაინად სინდისის პატიმრების გამოყენების მიზნით ეს ადამიანები პატიმრობაში დატოვონ“, - აღნიშნა წილოსანმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge