მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ფორმულა|formulanews.ge

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ საბა ბოჭორიშვილსა და გივი გუდაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ორივე ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. გამოძიების თანახმად, გივი გუდაძის მიერ გადაცემული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ გარდაცვლილმა დაურ ბუავამ და ვალერია კირილიუკმა მოიხმარეს. გუდაძის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა 6,27 გრამი „მეთადონი“ ამოიღეს, ხოლო საბა ბოჭორიშვილს 0,24 გრამი მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად.

გივი გუდაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მუხლებით წარედგინა ბრალი, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საბა ბოჭორიშვილს კი ბრალი 273-ე მუხლით წარედგინა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა პროცესის დახურვის შესახებ, რადგან საქმეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ახლავს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაკავებული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • აფხაზი ბლოგერის საქმეზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა - ბრალდებულის ჩვენება და საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • პროკურატურამ დაურ ბუავას საქმეზე დაკავებულ კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინატვ პირველი
  • დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდარუსთავი 2
  • ყაველაშვილმა შეიწყალა რუსული კანონის აქციებისას დაკავებული მუმლაძე და ხუტაშვილინეტგაზეთი
დაკავებული →სასამართლომ →პატიმრობა →

მსგავსი სტატიები

ადვოკატი: ელისო კილაძე გამოსვლისთანავე დაიწყებს მამუკა მდინარაძის მხილებას

ადვოკატი: ელისო კილაძე გამოსვლისთანავე დაიწყებს მამუკა მდინარაძის მხილებას

ფორმულა

ფეზეშქიანის თქმით ვაშინგტონის მიერ პირობების შესრულებისას ირანი შეთანხმებას დაუბრუნდება

ფეზეშქიანის თქმით ვაშინგტონის მიერ პირობების შესრულებისას ირანი შეთანხმებას დაუბრუნდება

ფორმულა

პენიტენციური სამსახური 15 დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ლიმიტის გაზრდაზე განცხადებას ავრცელებს

პენიტენციური სამსახური 15 დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ლიმიტის გაზრდაზე განცხადებას ავრცელებს

ფორმულა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

ფორმულა