
NYT: თეთრ სახლში ვენსს სოციალური ქსელების გამოყენებისგან თავის შეკავება ურჩიეს
ტრამპის ადმინისტრაციის უფროსმა სიუზან უაილსმა ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ურჩია, სოციალურ ქსელებში აქტიურობა შეამციროს, - წერს New York Times-ი.
გამოცემის ინფორმაციით, ვენსი ხშირად შედის პოლემიკაში კრიტიკოსებთან სოციალურ ქსელში, რაც მისი თანამდებობისთვის შეუფერებლად მიიჩნევა. გაზეთი წერს, რომ ოფიციალური შეხვედრების დროს ვენსი ასევე ხშირად ათვალიერებს ტელეფონს და სოციალური ქსელებით სარგებლობს.
„სიუზი უაილსმა, ტრამპის აპარატის ხელმძღვანელმა, ცოტა ხნის წინ ვენსს სოციალური ქსელების გამოყენებისგან შესვენების აღება ურჩიეს, ისევე როგორც ეს დასავლეთ ფრთის სხვა ჩინოვნიკებმა გააკეთეს - აცხადებენ ამ ურთიერთობებში ჩახედული პირები, რადგან მსგავსი დავები მისი თანამდებობისთვის შეუფერებლად მიიჩნევა“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
ამ დღეებში ვენსმა დაადასტურა, რომ დიდმარხვის პერიოდში ტელეფონიდან წაშალა სოციალური ქსელ X-ის აპლიკაცია და ის დღემდე არ დაუბრუნებია.
იმედი
წყარო: imedinews.ge