მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი სომხეთში გამართულ არჩევნებზე: პროცესი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, საარჩევნო კომისიები გამჭვირვალედ მუშაობდნენ - თუმცა, არჩევნები უპრეცედენტო ზეწოლის, სანქციებისა და ყოველდღიური მუქარების ფონზე ჩატარდა
ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი სომხეთში გამართულ არჩევნებზე: პროცესი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, საარჩევნო კომისიები გამჭვირვალედ მუშაობდნენ - თუმცა, არჩევნები უპრეცედენტო ზეწოლის, სანქციებისა და ყოველდღიური მუქარების ფონზე ჩატარდა

იმედი|imedinews.ge

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, იანეშ ლენარჩიჩმა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის საარჩევნო პროცესზე გარე ზეწოლასა და გავლენებზე ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

კითხვაზე, თუ რას გულისხმობდა საგარეო ზემოქმედებაში, მისიის ხელმძღვანელმა რუსეთის მხრიდან არსებულ შეზღუდვებთან და რუსი ჩინოვნიკების განცხადებებთან ერთად, რაც სომხეთის სუვერენიტეტს უქმნიდა საფრთხეს, ევროკავშირისა და აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირების ვიზიტებიც დაასახელა.

ლენარჩიჩის განცხადებით, სადამკვირვებლო მისია საარჩევნო პროცესის ყველა ფაზას აკვირდებოდა და მათი შეფასება პირველწყაროდან მიღებულ ინფორმაციასა და ანალიზს ეფუძნება.

მიუხედავად გამოვლენილი მთელი რიგი პრობლემებისა, მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამომრჩეველს მიეცა რეალური არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. პროცესი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, საარჩევნო კომისიები გამჭვირვალედ მუშაობდნენ და სხდომების ტრანსლაციაც მიმდინარეობდა. თუმცა, არჩევნები უპრეცედენტო ზეწოლის, სანქციებისა და ყოველდღიური მუქარების ფონზე ჩატარდა, რაც პირდაპირ უკავშირდებოდა არჩევანის შესაძლო შედეგებს. საარჩევნო კამპანია ხასიათდებოდა მაღალი პოლარიზაციით, პროვოკაციული და შეურაცხმყოფელი რიტორიკით.

იანეშ ლენარჩიჩმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად 2021 წლის არჩევნებთან შედარებით არსებული პროგრესისა, ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის ბევრი რეკომენდაცია კვლავ შეუსრულებელი რჩება.

დარღვევებისა და მიგნებების შეჯამებისას აღინიშნა, რომ ევროპელ დამკვირვებლებს ადმინისტრაციული რესურსის სისტემური გამოყენება არ დაუფიქსირებიათ, თუმცა მათ მიიღეს მრავალი შეტყობინება მმართველი პარტიის მხრიდან ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ.

ამ ფაქტორებმა, ეკონომიკურ ნაბიჯებთან ერთად, მმართველი ძალა უფრო ხელსაყრელ პოზიციაში ჩააყენა. ამასვე დაემატა ზეწოლა ოპოზიციაზე, ოპოზიციონერების დაკავებები და დევნა, რამაც შეამცირა მოქალაქეების მონაწილეობა ოპოზიციურ ღონისძიებებში.

სოციალური ქსელების მონიტორინგმა ასევე გამოავლინა ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მცდელობები, ხოლო პარტიების დაფინანსების პროცესში კვლავ დარჩა გამჭვირვალობის პრობლემა.

გარდა ამისა, საინფორმაციო გარემო არ აღმოჩნდა დაბალანსებული - მედიასაშუალებები მეტწილად დაპირისპირებული მხარეების რიტორიკას ტირაჟირებდნენ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე შეინიშნებოდა აშკარა მიკერძოება მმართველი პარტიის სასარგებლოდ, ხოლო ზოგიერთი კერძო მედია საპირისპიროდ მოქმედებდა, რამაც საბოლოოდ შეზღუდა ამომრჩევლის წვდომა ობიექტურ ინფორმაციაზე.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი აცხადებს, რომ ნეთანიაჰუ გააფრთხილა - ირანთან ესკალაციის შემთხვევაში, ისრაელი შესაძლოა მარტო დარჩეს

ტრამპი აცხადებს, რომ ნეთანიაჰუ გააფრთხილა - ირანთან ესკალაციის შემთხვევაში, ისრაელი შესაძლოა მარტო დარჩეს

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი: ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში, როდესაც დასრულდება არჩევნების პროცესი და ჩამოყალიბდება მთავრობა, გვექნება ისევ ინტენსიური კავშირი  და თანამშრომლობა ჩვენს სომეხ კოლეგებთან

მაკა ბოჭორიშვილი: ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში, როდესაც დასრულდება არჩევნების პროცესი და ჩამოყალიბდება მთავრობა, გვექნება ისევ ინტენსიური კავშირი და თანამშრომლობა ჩვენს სომეხ კოლეგებთან

იმედი

„რადიო თავისუფლების“ უკრაინული სამსახური: უკრაინა რეფორმების დაგვიანების გამო ევროკავშირის დახმარების ნაწილის დაკარგვის რისკის წინაშე დგას

„რადიო თავისუფლების“ უკრაინული სამსახური: უკრაინა რეფორმების დაგვიანების გამო ევროკავშირის დახმარების ნაწილის დაკარგვის რისკის წინაშე დგას

იმედი

საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის რეგულაციები შემოდის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის რეგულაციები შემოდის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი